ტერმინი “ეკოლოგია” გერმანელი ბუნების მკვლევარი და ფილოსოფოსი ერნსტ ჰეკელის მიერ 1866 წელს არის შემოტანილი. იმ დროს ეკოლოგია, მცენარეული და ცხოველური სამყაროს ორგა- ნიზმების და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირების შემსწალელი, ბიოლოგიური მეცნიერების ნაწილს მიეკუთვნებოდა. ჩვენ დროს ამ ტერმინს მრავალი მნიშვნელობა გააჩნია [1], და იხმარება იმ მეცნიერების აღსანიშნავად, რომელიც სწავლობს : – სხვადასხვა დონის ზეორგანიზმების, მათ შორის: – სისტემების, პოპულაციების, სახეობების, ბიოგეოცენოზების, ეკოსისტემებისა და მთლიანად ბიოსფეროს, ორგანიზებასა და ფუნქციონირებას; – ადამიანის, მთლიანად ადამიანთა ოჯახების და ბუნებრივი გარემის ერთობლივ განვითარებას; – გლობალური ეკოლოგიური კრიზისის გადალახვის გზებს.
ეკოლოგიის ძირითადი თეორიული ცნებები – ეკოსისტემა, პოპულაცია, ეკოლოგიური ნიში, ორგანიზმების ურთიერთკავშირები პოპულაციის, ოჯახის, ეკოსისტემების შიგნით – XX საუკუნის პირველ ნახევარში იყო განვითარებული, ხოლო პოპულაციებზე და ეკოსისტემებზე ადამიანის გავლენის კვლევებმა განსაკუთრებული განვითარება მე-XX-ს მეორე ნახევარში მიიღო.
ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხვის არარეგულირებადი მატების, ბუნებრივი გარემოს პროგრესირებადი დაბინძურების, მინერალური და წიაღისეული ენერგომატარებლების რესურსების გამოლევის, ბიოლოგიური მრავალფეროვნე-ბის შემცირების, ნიადაგის დეგრადაციის და გლობალური ბიოსფერული პროცესების განვითარების, სათბური ეფექტების გაძლიერების და ოზონური შრის რღვევის შედეგად, ადამიანის დამოკიდებულება ეკოლოგიური კრიზისის საშიშროების მიმართ მნიშვნელოვნად გამახვილდა. ამრიგად, ეკოლოგია – მეცნიერება ბუნების სიციცხლის შესახებ – მეორე სიცოცხლეს განიცდის.
100-ზე მეტი წლის წინ წარმოქმნილი, როგორც მოძღვრება ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობის შესახებ, ეკოლოგია ჩვენ თვალწინ ტრანსფორმირდა მეცნიერებაში ბუნების სტრუქტურის შესახებ, მეცნიერებაში, თუ როგორ მუშაობს დედამიწის ცოცხალი საფარველი მის მთლიანობაში.
გარემოს ცალკეულ თვისებებს ან მის ელემენტებს, ფაქტორები ეწოდება, ხოლო გარემოს ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე, ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. ეკოლოგიური ფაქტორების მრავალფეროვნება ორ დიდ ჯგუფად – აბიოტურ და ბიოტურზე დაიყოფა (ცხრ.1) [2].
თანამედროვეობის ერთ-ერთ მეტად აქტუალურ პრობლემას, ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული, ეკოლოგიური დატვირთვის შედეგებისაგან ბუნებრივი გარემოს დაცვა წარმოადგენს. მრავალი შეფასებებით ეს ნეგატიური ზემოქმეგება საშიშ ზომებს ღებულობს, რაც გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის ეფექტური მართვის პროგრამების შემუშავების აუცილებლობას იწვევს. აღნიშნული პროგრამების შემუშავება კი, მოითხოვს მრავალი სახის ინფორმაციას ამ მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და პროგნოზის შესახებ. ამასთან, დედამიწას ჩვენ განვიხილავთ, როგორც ცხოველმოქმედების გლობალურ სისტემას და ვსწავლობთ ამ სისტემის მართვის ყველა შესაძლო ვარიანტს. თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა დაკავშირებულია: ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის გამრავლების, და სიღარიბის დაძლევის პროცესებთან. ეკოლოგიური კატასტროფის აცილებისა და მდგრადი განვითარების მიღწევის პრობლემები, თავისი მასშტაბებით აჭარბებენ ყველა პრობლემებს,
რომლებსაც თავის განვითარების პროცესში შეხვედრილა კაცობრიობა. ჯერ კიდევ არასდროს ყოფილა პრობლემის მასშტაბებისა და მის გადაწყვეტაში ჩვენი შესაძლებლობებს შორის ასეთი გიგანტური წყვეტა.
ატმოსფერო და ჰიდროსფერო ბუნებრივ გარემოში ნივთიერებათა მიმოქცევის მთავარი მაგისტრალია, ხოლო მავნე ნივთიერებათა გადატანას გარემოში ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესები განაპირობებენ. აქედან გამომდინარე ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული გარემოს ეკოლოგიური დატვირთვის მონიტორინგი, პროგნოზი და მართვა ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების კანონზომიერების გათვალისწინებით უნდა სრულდებოდეს.
ამჟამად ძნელი წარმოსადგენია მსხვილი სამრეწველო რაიონი ან ქალაქი, რომელშიც მისი ბუნებრივი გარემოს დასაცავად დისკუსია არ მიმდინარეობდეს. უკვე არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი – დროსა და სივრცეში რეგულარული, გრძელვადიანი დაკვირვებები ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე და მასში მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებზე და, აგრეთვე, ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შეფასება და პროგნოზი – ადამიანის ორგანიზებული ყოფის ერთ-ერთი მთავარი განუყოფელი ნაწილია. როგორც [1, 2] მონოგრაფიებშია მოცემული, იგი სრულდება კომპლექსურად, სხვადასხვა დარგის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საკითხების დამუშავების გზით. გარდა ამისა, ეკოლოგ მეცნიერთა ფართო წრის ყურადღებას ითხოვს გლობალური კლიმატის ცვლილებების ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, მათ შორის, გაუდაბნოებისა. ამ უკანასკნელ პროცესს ექსტრემალურ პირობებში, ეკოსისტემის თვითაღდგენის თვისებების რყევის შედეგად, შეუძლია ბიოსფერული პოტენციალის მთლიანი მოშლა და ტერიტორიის უდაბნოდ ქცევა გამოიწვიოს [3].
XXI საუკუნის დასაწყისისთვის ანთროპოგენური უდაბნოების ფართობმა 10-დან 13 მლნ. კმ2 შეადგინა, ხოლო გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ არა ნაკლებ 30 მლნ.კმ2 მიწები იმყოფება. ამის შედეგად პლანეტის პროდუქტიულობის მასა ადრინდელთან შედარებით 1/3 –ით შემცირდა.
თუ მივეღებთ მხედველობში კაცობრიობის რიცხოვნების უკონრტოლო მატების პროცესს – შორს არა ვართ შენარჩუნებული ბუნებრივი ტერიტორიების კატასტროფულ კლებასთან. გლობალური ეფექტების ფონზე, ხშირად რეგიონული ფაქტორების ზემოქმედებათა რიგი ნეგატიური შედეგი აღინიშნება. მაგალითად, ელექტროსადგურების შექმნის და ექსპლუატაციის ეკოლოგიური შედეგები, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია: წყალსაცავების არახელსაყრელ ზემოქმედებასთან მიმდებარე ტერიტორიის მიკროკლიმატზე, ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, დიდი ტერიტორიების გარიყვასთან და ნოყიერი მიწებისა და ტყის მასივების დატბორვასთან, ფლორისა და ფაუნის გაუარესებასთან და სხვა. აღნიშნულის შედეგად, ვაკე რაიონებში ბარის ბიოტოპების დანაკლისის ნაწილობრივი კომპენსირება ხდება, ხოლო მთებში ასეთი დანაკლისი, ძირითადად, აუნაზღაურებელი რჩება. ამის გამო მთის წყალსაცავების დესტრუქციული გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემებზე მეტად მკაფიოდ არის გამოხატული. შესრულებული შეფასებებით მოცემული პრობლემა საქართველოს პირობებში იმდენად მრავალმხრივი და მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, გარემოს მდგომარეობაზე თავისი უარყოფითი შედეგების თვალსაჩინოებისა და უშუალო გამომჟღავნების გამო საზოგადოების მხედველობის არეში ეკოლოგიური საფრთხის ისეთი ელემენტები გვხვდება, როგორებიცაა სმოგი და მჟავიანი წვიმები. მსოფლიოში ეკოლოგიური დაძაბულობის ამ ფაქტორების მიმართ ყურადღება სულ უფრო მატულობს და მრავალ ქვეყანაში შემუშავებულია მჟავიანი ნალექების მონიტორინგის პროგრამები.
ავტორი: გარი გუნია
ლიტერატურა – REFERENCES
1. Гуния Г.С. Вопросы мониторинга загрязнения атмосферного воздуха на территории Грузии. –
Л.:Гидрометеоиздат, 1985.
2. United Nations Convention to Combat Desertification – UNCCD, 1996.
3. Котляков В.М., Лосев К.С., Суетова И.А. Вложение энергии в территорию как экологический
индикатор. Изв. Академии Наук, сер. геогр.,1995. №3. С.70-75