✨ციური სფეროს მოდელი✨

✨ ციურ მნათობთა მდებარეობები უმეტესწილად კუთხური კოორდინატებით გამოისახება.ასტრონომიის, როგორც დამზერითი მეცნიერების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა ციური სხეულების მდებარეობებისა და მოძრაობების განსაზღვრაა, რაზეც უნდა დაფუძნდეს სამყაროს აგებულებისა და განვითარების უფრო რთულ ამოცანათა გადაწყვეტა. მაგრამ მდებარეობათა და მოძრაობების შესწავლას გარკვეული საკოორდინატო სისტემის გამოყენება ესაჭიროება. ✨ მართკუთხა სისტემა ხელსაყრელი ვერ იქნება, რადგან ციურ სხეულთა უდიდესი უმრავლესობის მანძილები ჯერაც უცნობია … Read more

პირველი კოლონიური ფორმები დედამიწაზე🧬

🦠 პირველი კოლონიური ორგანიზმები დედამიწაზე სიცოცხლის განივათრების ისტორიაში ციანობაქტერიები იყვნენ, რომლებიც ფოტოსინთეზის საშუალებით იკვებებიან. 🦠 ადრე მათ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს უწოდებდნენ და შესაბამისად მცენარეებს აკუთვნებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი წყალმცენარეებისგან განსხვავებული ჯგუფია, რის გამოც ცალკე ერთეულებად გამოიყო. ციანობაქტერიებს, მსგავსად ბაქტერიებისა, არა აქვთ უჯრედი, სამაგიეროდ ფოტოსინთეზის უნარის გამო უახლოვდებიან წყალმცენარეებს. ისინი უფრო რთული სტრუქტურით ხასიათდებიან, ვიდრე … Read more

მნათობთა ფერის სიჭარბე და გაწითლება

ირმის ნახტომში სიკაშკაშეთა განაწილება არათანაბარია. მის ბევრ არეში ვარსკვლავთა რაოდენობა ფართის ერთეულზე გაანგარიშებით საშუალოზე გაცილებით მცირეა ან სულ არაა. ეს მიუთითებს სივრცის ამ უბნებში გაუმჭვირვალე ნივთიერების დიდი რაოდენობით არსებობაზე. რომელიც აეკრანირებს ამ უბნების მიღმა არსებულ ვარსკვლავებს ანუ ამახინჯებს ვარსკვლავთა რეალურ განაწილებას. ასეთი უბანია საყოველთაოდ ცნობილი ცხენის თავის ნისლეული და ბევრი სხვა (რამდენიმე ასეული). ეს ღრუბლები … Read more

ბიოგეოქიმიური ციკლები

ბიოსფეროს ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს ქიმიური ელემენტების ბრუნვა გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის. განასხვავებენ ორ „ფონდს“: 1. სარეზერვო ფონდი, რომელშიც ქიმიური ელემენტები არაორგანული ფორმითაა წარმოდგენილი და 2. მოძრავი, ან გაცვლითი ფონდი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის და აბიოტურ გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის ნივთიერებათა მიმოცვლას გულისმობს. ნახშირბადის ციკლი ნახშირბადი ბუნებაში დიდი რაოდენობითაა და მრავალი ნაერთის … Read more

ელექტრული მეთოდის გამოყენება მიწისძვრების პროგნოზში და ეკოლოგიაში

ელექტროწინაღობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ მიწისძვრების წინამორბედების გამოვლენა მოვახდინოთ, საჭიროა მანამდე გავფილტროთ მრავალი სხვა გავლენა-უნდა გამოვრიცხოთ ნალექების, თოვლის დნობის, ატმოსფერული წნევის გავლენა. ამიტომ ხშირად მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომლის გამოყენებისას დენის ჩაღწევის სიღრმე დიდია, რაც გამორიცხავს ზედაპირული ფაქტორების გავლენას. მრავალმა დაკვირვებამ უჩვენა, რომ ძლიერი მიწისძვრების წინ წინაღობა მკვეთრად დაეცა იმ ორ პუნქტში, რომელთა დაშორება მიწისძვრის … Read more

ვარსკვლავური მტვერი ✨

✨ 1980-იანი წლების დასაწყისში ასტრონომი კარლ სეიგანი უძღვებოდა სატელევიზიო სერიალს „კოსმოსი“, რომელიც გადიოდა PBS-ზე. სეიგანი საფუძვლიანად ხსნიდა მეცნიერებასთან დაკავშირებულ მრავალ თემას, საუბროდა დედამიწის ისტორიაზე, ევოლუციაზე, სიცოცხლის წარმოშობასა და მზის სისტემაზე. ✨ ადამიანი სამყაროსთვის საკუთარი თავის შეცნობის საშუალება. ჩვენი არსების ზოგიერთმა ნაწილმა იცის, რომ ეს არის ის, საიდანაც მოვედით. ჩვენ გვსურს დაბრუნება სამყაროს წარმოშობის პირველ პერიოდში … Read more

გრავიტაციული და მაგნიტური მეთოდები ეკოლოგიურ კვლევებში

დედამიწა რომ ყოფილიყო ერთგვაროვანი, სფერული და უძრავი, მთელს მის ზედაპირზე სიმძიმის ძალის აჩქარება g მუდმივი იქნებოდა. მაგრამ, რადგან ეს პირობები სხვაგვარია, ამიტომ g -ს სიდიდე მის ზედაპირზე იცვლება წერტილიდან წერტილამდე. სწორედ ამ გადახრების საშუალებით შესაძლებელი ხდება მიწისქვეშა არერთგვაროვნებების (სტრუქტურების) დადგენა სხვადასხვა სიღრმეზე.SI სისტემაში g -ს ერთეულიამ/წმ2, ხოლო CGS სისტემაში – სმ/სეკ2. გეოფიზიკაში ამ ერთეულს უწოდებენ … Read more

ხელთათმანი

სამხეცეს წინ, მყურო ჩრდილში, მხეცთა ბრძოლის მოლოდინში ზის ამაყად მეფე ფრანსი. დიდებულთა ჰყავს ამალა… ულამაზეს ქალთა დასი ვერა თვალმა ვერ დათვალა….! როგორც კი მეფემ მისცა ნიშანი, გაიღო უმალ ფართო ჭიშკარი, ფრთხილი ნაბიჯით, მოსურნე ომის, სააპარეზოდ შემოდის ლომი. თვალს მიმოავლებს იმ არემარეს, დინჯად, მდუმარედ. ფაფარის რხევით, გრძლად დაამთქნარებს. მერე გაწვა და ნელი ზმორებით, შემოიკეცა მძლავრი ტორები… … Read more

ლორელაი

რას ნიშნავს ნეტავ, – ეს შემპარავი სევდა-ნაღველი გულს რად ერევა. ეს ძველი დროის ერთი ზღაპარი, რად არ მასვენებს და ვერ ვერევი. გრილა, თანდათან კიდეც ბინდდება, რაინმაც ასე რად მოიწყინა. შორით მწვერვალი გამოჩინდება, ჩამავალი მზის სხივებზე ბრწყინავს. იქ საოცარი, ტურფა ქალწული, მწვერვალის თავზე მშვიდად ვანდება. ოქროსფერ კულულ-დალალდაწნული თმას ივარცხნის და ბრწყინავს, ალდება, მარჯვედ მოიხმარს ოქროს სავარცხელს, … Read more