ლორელაი

რას ნიშნავს ნეტავ, – ეს შემპარავი

სევდა-ნაღველი გულს რად ერევა.

ეს ძველი დროის ერთი ზღაპარი,

რად არ მასვენებს და ვერ ვერევი.

გრილა, თანდათან კიდეც ბინდდება,

რაინმაც ასე რად მოიწყინა.

შორით მწვერვალი გამოჩინდება,

ჩამავალი მზის სხივებზე ბრწყინავს.

იქ საოცარი, ტურფა ქალწული,

მწვერვალის თავზე მშვიდად ვანდება.

ოქროსფერ კულულ-დალალდაწნული

თმას ივარცხნის და ბრწყინავს, ალდება,

მარჯვედ მოიხმარს ოქროს სავარცხელს,

იღიმის, მღერის და როგოც ბანგი.

მსმენელს იპყრობს და ძლიერ ახელებს

გასაოცარი ეს ძველი ჰანგი.

მენავეს თავის პატარა ნავში,

მთლიანად იპყრობს ეს ხმა და მღერა,

ის ვეღარ ამნევს კლდის რიფებს ზღვაში,

მწვერვალისაკენ გაურბის მზერა.

ასე მგონია, ტალღები ხაფი

მენავეს, ნავსაც შთანთქავენ ბოლოს.

და დამნაშავე სიკვდილში მათი,

დღეს ლორელაი იქნება მხოლოდ.

ჰაინრიხ ჰაინე

გერმანულიდან თარგმნა მიხო ბეროშვილმა

Leave a Comment