✨ 1980-იანი წლების დასაწყისში ასტრონომი კარლ სეიგანი უძღვებოდა სატელევიზიო სერიალს „კოსმოსი“, რომელიც გადიოდა PBS-ზე. სეიგანი საფუძვლიანად ხსნიდა მეცნიერებასთან დაკავშირებულ მრავალ თემას, საუბროდა დედამიწის ისტორიაზე, ევოლუციაზე, სიცოცხლის წარმოშობასა და მზის სისტემაზე.
✨ ადამიანი სამყაროსთვის საკუთარი თავის შეცნობის საშუალება. ჩვენი არსების ზოგიერთმა ნაწილმა იცის, რომ ეს არის ის, საიდანაც მოვედით. ჩვენ გვსურს დაბრუნება სამყაროს წარმოშობის პირველ პერიოდში და ეს შეგვიძლია, რადგან კოსმოსი ჩვენშია. ჩვენ ვარსკვლავური მტვრისგან ვართ შექმნილი.
✨ ეს მოსაზრება ადასტურებს, იმ ფაქტს, 4,5 მილიარდი წლის წინ ვარსკვლავების წინა თაობებში, შეიქნა ჩვენს სხეულში არსებული ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომები. დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა შეიცავს ამ ელემენტებს.
✨ როდესაც ვარსკვლავი ამოწურავს წყალბადის მარაგს, ის შეიძლება მოკვდეს ძლიერი აფეთქებით, რომელსაც ნოვა ეწოდება. სუპერნოვა შეიძლება იყოს მილიარდჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე მზე, ასეთი ვარსკვლავური აფეთქება კოსმოსში მტვრისა და გაზის ღრუბელს უშვებს.
✨ თავისი სიკაშკაშის პიკს სუპერნოვა წარმოშობიდან რამდენიმე დღეში აღწევს. ამ დროის განმავლობაში, ის ვარსკვლავების მთელ გალაქტიკაზე უფრო კაშკაშაა. ეს მკვდარი ვარსკვლავია, რომელიც ინტენსიურად ბრწყინავს რამდენიმე კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება.
✨ სუპერნოვადან მიღებული მასალა საბოლოოდ იფანტება ვარსკვლავთშორის სივრცეში. უძველესი ვარსკვლავები თითქმის ექსკლუზიურად შედგებოდა წყალბადისა და ჰელიუმისგან, ჟანგბადი და დანარჩენი მძიმე ელემენტები, მოგვიანებით წარმოიშვა სუპერნოვას აფეთქებების შედეგად. დღეს უკვე აღმოჩენილია სუპერნოვას ნარჩენები, რომლებიც შეიცავს მძიმე ელემენტების კვალს: ოქრო, ვერცხლი, პლატინა.
✨ ვარსკვლავები მძიმე ელემენტებს ქმნიან და მათი სიცოცხლის ბოლოს ისინი გაზს აფრქვევენ ვარსკვლავთშორის სივრცეში, ეს მტვერი კი შემდგომი ვარკვლავებისა და პლანეტების(ადამიანების) ნაწილია.
✨ ასე რომ, ჩვენს სხეულში არსებული ატომები და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა,ოდესღაც მკვდარი ვარსკვლავების “ღუმელში გამოიწვა.”
წყარო:
https://www.livescience.com/32828-humans-really-made-stars.html