წელსაც ხომ გავძელ უშენოდ

ლექსო, ეულო, შენ გამახსენე, თუშეთის ღამე და ზმანებანი. ალქაჯნი კლდეში წლაპავდნენ ენებს და ზანზარებდა სახეოს მთანი. მთვარის სხივებზე ისხდნენ ორბები, რძე იღვრებოდა თავქვე გოდებით, ხევი გარბოდა თავქვე გოდებით, ზვირთზე შემჯდარი ჭინკა მღეროდა. დააცეცებდა სიბნელე ცაცებს, დაბარბაცებდა თვალდალიბრული, სიო აგებდა ნისლების ფაცერს, ქარი კი ხევდა გაშმაგებული. ბაშტიდან ხართა ისმოდა ფშვენა, შეიზმუვლებდა სიზმარში ფური, დაღლილი ღამე მთებს … Read more

***

რა დიდია ზრახვა, რა დიდია ფიქრი, შენ კი რა ხარ?-ქვა ხარ, ფიქრი კი კვლავ მიქრის. რა ღრმა არის სევდა, რა მწველია გრძნობა.. რატომ დამებედა გულისთქმის დათმობა? ბუ გაჰკივის ხევში, ქარი ძეწნას წნელავს, მივალ უკუნეთში, მხოლოდ სული ელავს. ავტორი: ილო ბეროშვილი 1985 წელი

კეპლერის კანონები 🪐

☀ დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომები არკვევდნენ, თუ როგორი იყო პლანეტების გარემოქცევის ჭეშმარიტი ორბიტები და რომელი ციური სხეულის ირგვლივ ხდებოდა ეს გარემოქცევა. ასტრონომმა კოპერნიკმა 1543 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ციურ სხეულთა გარემოქცევის შესახებ”, რომელშიც ააგო სამყაროს მოდელი.მისი აზრით სამყაროს ცენტრი მზეა (ბერძნული ჰელიოს,ჰელიოცენტრული თეორია). დედამიწა სფერულია, იგი ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ, რაც განაპირობებს მნათობთა ხილულ დღეღამურ ბრუნვას … Read more