2022 წლის 22 აგვისტოს, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გაზის პლანეტას, ახალი ფოტოები გადაუღო.
ეს სურათი ნიდერლანდელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის ვან გოგის ერთ-ერთ ნახატს, ,,ვარსკვლავებიან ღამეს” შეადარეს. მბრუნავი ცა ხვდება იუპიტერის სურეალისტურ სილამაზეს.
ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ 1985 წელს ლანეტარიუმის საშუალებით აღადგინა, 1889 წლის 19 ივნისის ცა, როდესაც მხატვრმა ეს ნახატი შექმნა. ისტორიკოსის აზრით, ვან გოგმა ნახატზე არა მხოლოდ იუპიტერი, არამედ განთიადის ვარსკვლავი, ვენერაც დახატა. ცისკრის ვარსკვლავის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგაა შესაძლებელი.
ამ მოსაზრებას ბევრი ასტრონომი დაეთანხმა, იუპიტერის ფოტოს ავტორმა აღნიშნა, რომ ეს არის ასტრონომიისა და ხელოვნების საბოლოო შერწყმა.
ნახატზე ასახულია ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ფანჯრიდან დანახული ხედი, რომელზეც ვან გოგი საკუთარ ძმას წერილში წერს : “ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა”.
წყარო:
https://blogs.nasa.gov/webb/2022/08/22/webbs-jupiter-images-showcase-auroras-hazes