სანამ დედამიწა იტრიალებს, ქარიც დაუბერავს.
რატომ ქრის ქარი?
ჰაერის მოძრაობას-ქარს-ორი რამ იწვევს: ტემპერატურული სხვაობა დედამიწაზე და მისი მუდმივი ბრუნვა. ჩვენი მნათობი(მზე) მთელ პლანეტას ერთნაირად როდი ათბობს. მისი სხივები ეკვატორთან უფრო მეტად აცხუნებს და ზედაპირიც იქ ბევრად ცხელია, ვიდრე ჩრდილოეთ და სახმრეთ პოლუსებზე.
ქარს ტემპერატურული სხვაობა და დედამიწის ბრუნვა იწვევს:
მზე ათბობს დედამიწას და განსაკუთრებით მწველი ეკვატორის ახლოსაა. თბილი ჰაერი პოლუსებისკენ მიემართება.
ცივი ჰაერი პოლუსებიდან ეკვატორისკენ მიემართება, რომ გათავისუფლებული ადგილი შეივსოს.
ჩრდილოეთ პოლუსებიდან წამოსული ჰაერი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ უბერავს(ჩრდილოეთის ქარი).
სამხრეთი პოლუსიდან წამოსული ჰაერი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ უბერავს (სამხრეთის ქარი).
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარებო იმიტომ ქრის, რომ დედამიწა მუდმივად ბრუნავს. მისი შუაგული (ეკვატორი) უფრო სწრაფად ტრიალებს, ვიდრე უკიდურესი ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები (პოლუსები).
ეკვატორისკენ მიმავალი ჰაერი დასავლეთისკენ გადაიხრება, ხოლო პოლუსებისკენ მიმავალი-აღმოსავლეთისკენ.
დედამიწაზე მზისგან მიღებული ენერგიის 2% ქარების წარმოქმნას ხმარდება.
მის ტექნოლოგიურ ათვისებას ადამიანი აქტიურად ცდილობს.
ქარის ენერგიის გამოყენებით შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს ჯერ კიდევ მზარდი მიმართულებაა.
წყარო: