🌊 წყლის თანავარსკვლავედები ნოემბრის ცაზე.
ნოემბრის თვეში ,,წყლის რეგიონი” საუკეთესოდ მოჩანს.
შემოდგომის ციურ ზღვაში, გამოჩნდება მითიური არსებების აღლუმი:
მერწყული-მერანის კვადრატის იმავე დიაგონალის ახლო, რომელზედაც ანდრომედას ვარსკვლავებია, მეორე მხარეს მერანის α -დან გამოსული რკალის ქვემოთ, სამხრეთისკენ იმყოფება მერწყულის მთავარი ვარსკვლავები.
მერწყული ზოდიაქოს თანავარსკვლავედია. მზე მას გაივლის თებერვალში. როცა ნილოსის წყალი გადმოდის ნაპირებიდან (ყოველწლიურად ივლისის ბოლოს), იგი მთელი ღამის განმავლობაში ცაზე მოჩანს და ამიტომ დაერქვა მერწყული. იგი წარდმოგენილი ჰქონდათ კაცის სახით, რომელიც კოკიდან წყალს ასხავდა.
ვეშაპი-თევზებისა და ვერძის თანავარსკვალვედების სამხრეთით მოთავსებულია ვეშაპის ვრცელი თანავარსკვლავედი. მისი ორი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი 2,0 და 2,5 ვიზუალური ვარსკლავური სიდიდისაა. ვეშაპის თანავარსკვლავედშია ცნობილი ცვალებადი ვარსკვლავი მირა. მისი დანახავა საქართველოდანაც შესაძლებელია. ხილვადობის საუკეთესო დროა-ოქტომბერი.
თევზები – მეოცნებე თევზების დუეტი.
მერანის, ანდრომედას, სამკუთხედისა და ვერძის თანავარსკვლავედებს შორის სამხრეთით მოთავსებულია თევზების თანავარსკლავედი. ამ თანავარსკვლავედში იმყოფება ეკლიპტიკისა და ეკვატორის გადაკვეთის ერთ-ერთი წერტილი. ეს წერტილი მოთავსებულია პოლუსზე. ამ წერტილს ეწოდება, გაზაფხულის დღეღამსწორების წერტილი. მზე აქ იმყოფება 21 მარტს, როცა დღე ღამის ტოლია. შემდეგ მზე ზემოთ იწევს ვერძის თანავარსკლავედისაკენ და დღეც დიდდება.
წყარო:
https://starwalk.space/en/news/november-constellations-and-stars