🌳,,ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ დედამიწას, მოვარჩინოთ მისი ჭრილობები და ამ პროცესში საკუთარი თავიც განვკურნოთ”
ვანგარი მაატაი პირველი ქალია, რომელმაც დოქტორის წოდება მიიღო აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში.
🌳სწორედ მისი ინიცისტივით დაიწყო მოძრაობა, რომელიც 50 მილიონი ხის დარგვით, დემოკრატიული საზოგადოების შექმნისა და ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებით დასრულდა.
1976 წელს ვანგარი მაატაი კენიის ქალთა ეროვნული საბჭოს საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა, რომ ტყის გაჩანაგებისა და გაუდაობნოების საფრთხის ასაცილებლად გამწვავების, კერძოდ კი, ხეების დარგვის პროგრამა განეხორციელებინათ.
🌳მაატაიმ პროექტის განხოციელება საკუთარი ეზოდან დაიწყო, თავდაპირველად ცხრა ხე დარგო, შემდეგ კი გამწვანების მასშტაბი იმდენად გაიზარდა, რომ საბოლოოდ მან შექმნა ყველაზე დიდი ხეების დარგვის პროექტი, რომელიც აფრიკაში ოდესმე ყოფილა. ამ ნაბიჯით მაატაიმ ხელი შეუწყო ქალებს, დაეწყოთ ხეების დარგვა „მწვანე სარტყელების“ გარშემო თავიანთ ქალაქებში და სოფლებში.
მისი მოძრაობა გაფართოვდა და მოიცვა სხვა აფრიკული ქვეყნები. „მწვანე სარტყელის“ მოძრაობით მაატის სურდა არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვა, არამედ ქალებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერება.
მან ქალები დაასაქმა და 50 მილიონზე მეტი ხე დარგო.
🌳მოძრაობა ასევე გახდა დემოკრატიული ბრძოლის სიმბოლო და მშვიდობის ნიშანი.
გავრცელებული აფრიკული ტრადიციის მიხედვით, ხეებს იყენებენ თეთრ დროშებად, როცა კონფლიქტები არსებობდა.
ვანგარი მაატაის სიტყვებით: „ხე ასევე გახდა მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სიმბოლო, განსაკუთრებით ეთნიკური კონფლიქტების დროს კენიაში, როცა „მწვანე სარტყელის მოძრაობა“ მშვიდობის ხეებს იყენებდა დაპირისპირებული თემების შესარიგებლად.”
🌳2004 წელს მაჩაი მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია „მდგრადი განვითარების, დემოკრატიისა და მშვიდობისადმი მისი წვლილისთვის“. ის გახდა პირველი აფრიკელი ქალი, რომელიც მშვიდობის პრემია მიიღო.

წყარო: