ქიმიის ჭრელი ანბანი მიწის გულში

დედამიწა მხოლოდ ქვა და მტვერი არაა — ის ცოცხალი სიმფონიაა ელემენტებისა, რომელთა ჰარმონიაც ქმნის სიცოცხლეს, ფერწერას, სუნთქვას, ოკეანეებს, მთებს და თბილ ნიავს.

მისი არსება არ არის მხოლოდ გრავიტაციით შეკრული ქანები — ის ცოცხალი სხეულია, სუნთქვით სავსე. ის გვიყვება უძველეს ისტორიას, რომელსაც თვითონვე ატარებს — ქანებში ჩაწერილს, ზღვებში ჩაღრმავებულს, ტყეებში ჩასუნთქულს და ნიაღვრებში ჩამორეცხილს.

დედამიწა ელემენტებით დაწერილი ლექსია — ატომების ჰარმონიული ურთიერთობა, რომელთა ცეკვა ქმნის მთებსა და ვულკანებს, ზღვებსა და ღრუბლებს, ფესვებსა და ხეებს, ჩვენს სხეულს და ჩვენს აზრებს. ესაა ადგილი, სადაც ფერი ებადება ქვებს, სადაც ქარი მღერის გვირილის მინდორში, და სადაც მოლეკულები სიყვარულივით ებმიან ერთმანეთს.

ის როგორც მუსიკოსი, ინსტრუმენტად იყენებს ჟანგბადს, წყალბადს, ნახშირბადს, სილიციუმს… და მათგან ქმნის არაჩვეულებრივ სიმფონიას — სიცოცხლეს.

გულში, ღრმად ქერქის ქვემოთ, ფარავს რკინა — Fe, დედამიწის ბირთვის მთავარი მცველი. მას თან სდევს ნიკელი — Ni, ჩუმი თანამგზავრი მძიმე სიმძიმისა.

ქერქში კი — იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ — დომინირებს ჟანგბადი (O), როგორც ჰაერისა და ქვის სული. შემდეგ მოდის სილიციუმი (Si), ქვიშის მშენებელი, მთა-ქვათა არქიტექტორი. ალუმინი (Al), რკინა (Fe), კალციუმი (Ca), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K) და მაგნიუმი (Mg) — ყველა ერთად ქმნიან დედამიწის სხეულს, კლდოვან და მტკიცე, მაგრამ მუდამ ცვალებადს.

ზღვრებში კი, მოლეკულური ცეკვაა — წყალბადი და ჟანგბადი ქმნიან წყალს, მარადიულ სიცოცხლის ელექსირს, ხოლო ნახშირბადი (C) — იმ პატარა ელემენტი — მთელი სიცოცხლის მეწერეა, უჯრედიდან ტყემდე.

დედამიწის ქიმია — ეს მხოლოდ ცხრილები არ არის.
ეს არის სამყაროს სიღრმიდან მოტანილი მტვრის ისტორია —ვარსკვლავების წიაღში ნაზად გამოწრთობილი ელემენტების, რომლებმაც სიცოცხლე ააჟღერეს ამ ლურჯ პლანეტაზე, როგორც უძველესი სიმღერა,

ქერქის ფერთა სპექტრი
დედამიწის ქერქი — ის თხელი, მყიფე შრე, რომელზეც ვდგავართ — მრავალფეროვანი ქიმიური გობელენია. აქ ქიმია ხილულია: გრანიტის ქვის ციმციმში, ბაზალტის სიღრმეებში, თიხის სირბილეში და ციცინათელასავით კაშკაშა მინერალებში, რომლებიც თითქოს სამყაროს ძველ ამბავს გვიყვებიან.

ქერქი — დედამიწის მეხსიერებაა ფერად ფენებად განლაგებული:
რკინის სიწითლე, გოგირდის სიყვითელი, სპილენძის მშვენიერება, კვარცის გამჭვირვალობა..

ყველა მინერალი — ნოტია.
ყველა ქვა — სიტყვა.
და ქერქი — უზარმაზარი, უძველესი ლექსია, რომელიც ჯერ კიდევ იწერება.

ჟანგბადი — ქერქის შემადგენლობაში ნახევარზე მეტია. მაგრამ ის იშვიათად მარტოა. ის ჩნდება კავშირებში — სილიციუმთან ქმნის სილიკატებს, რკინასთან — ოქსიდებს, წყალბადთან — სიცოცხლეს.

სილიციუმი, ქვის ხერხემალი, ქმნის უდიდეს მინერალურ ოჯახს — სილიკატებს. ეს ქიმიური ერთეულები ერთმანეთთან ივნებიან როგორც ლექსის სტროფები, ქმნიან კრისტალებს, მთებს, მტვრიან ბილიკებს.

ალუმინი — თიხის დუმილი და ძველი კლდის რბილი ბრწყინვალებაა.
რკინა — სიღრმეების სიმძიმე და მაგნეტიზმის ჩუმი ძახილი.
კალციუმი — ნიჟარების მშენებელი, კირქვის დამწერლობა.
ნატრიუმი და კალიუმი — მარილების გემო, ნიადაგის ენერგია.
მაგნიუმი — სითბოსა და სინათლის გამტარი ძარღვი მიწის წიაღში.

გულის სიღრმეში — დედამიწის ბირთვი
რაც უფრო ღრმად ჩავდივართ, ქიმია მძიმდება. იქ, სადაც არც მზის შუქია და არც ჩიტების ხმა, დედამიწის ბირთვი თავის სიმღერას მღერის — რკინის და ნიკელის ბგერებით. ამ მძიმედ ბრუნავ გულს ეკუთვნის ჩვენი მაგნიტური ველი — უხილავი ფარი, რომელიც მზის ქარებისგან გვეფარება და ცოცხალ პლანეტად გვტოვებს.

ზოგჯერ ამ ბირთვის ძახილი ვულკანების სახით ამოდის ზედაპირზე — მიწის ქიმია, რაც ცეცხლად იქცევა, აჩვენებს თავის სიღრმისეულ ბუნებას, წამიერად და ველურად.

დედამიწის სული
მაგრამ ქიმია მხოლოდ ქვებსა და მეტალებში როდია.
ის ფოთლის სიწვანეში ფეთქავს —
ქლოროფილის გულში, სადაც მაგნიუმი მზის სინათლეს სიცოცხლედ გარდაქმნის.

ის ცოცხლობს ჩვენს სისხლში —რკინის წითელ გეომეტრიაში, სადაც ყოველი გულისცემა ელემენტების პროზაა.

ის არის სუნთქვაში — ჟანგბადის მოლეკულებში, რომლებიც ფოთლებს ტოვებენ და ფილტვებში ქარივით ეშვებიან.

ის აზრების სისწრაფეშიც ელავს — ნატრიუმის და კალიუმის წაკვეთილი იმპულსებივით,
რომლებიც ნეირონებიდან მეხსიერებამდე მიფრინავენ.

დედამიწის ქიმია ჩვენშიც ბრუნავს. ჩვენ არ ვართ მისი სტუმრები —ჩვენ ვართ მისი გონიერი მინერალები, მზის შუქით გაცოცხლებული მტვერი, რომელმაც აზროვნება ისწავლა.

ავტორი: ელენე შენგელია

დატოვე კომენტარი