უხილავი შრომა, უკვდავი შუქი — ქალები ვარსკვლავების უკან 💫

1881 წელს ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორმა ედვარდ პიკერინგმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო — გაათავისუფლა მამაკაცი ასისტენტი და მის ადგილას საკუთარი მოსამსახურე, უილიამინა ფლემინგი დანიშნა.

ფლემინგის სიზუსტემ და სიბეჯითემ გზა გაუხსნა სხვა ქალებსაც: მალე მის გარშემო ქალები შეიკრიბნენ, რომლებმაც ცა ხელახლა წაიკითხეს

⭐️ეს ქალები საათში რამდენიმე ცენტს იღებდნენ და დღენიადაგ ფოტოფირფიტებზე მუშაობდნენ — ზომავდნენ, ითვლიდნენ, აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს.

ისინი იყვნენ პირველი „კომპიუტერები“, რომლებმაც სამყაროს უზარმაზარ მონაცემებს ფორმა, სისტემა და აზრი მიანიჭეს.

⭐️მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩა ენი ჯამფ ქენონი — ქალი, რომელმაც შექმნა ვარსკვლავების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება.

ქენონმა საკუთარი ხელით დაალაგა 350 000 ვარსკვლავი.

⭐️ისინი იყვნენ ქალები, რომლებმაც ცა დაიმორჩილეს, მაშინ როცა მიწაზე მათი ხმა არ ისმოდა.

დღეს კი ყოველი ვარსკვლავი მათ ხელწერას ატარებს — მკრთალს, მაგრამ მარადიულს.

წყარო:

https://www.smithsonianmag.com/history/the-women-who-mapped-the-universe-and-still-couldnt-get-any-respect-9287444

დატოვე კომენტარი