1881 წელს ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორმა ედვარდ პიკერინგმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო — გაათავისუფლა მამაკაცი ასისტენტი და მის ადგილას საკუთარი მოსამსახურე, უილიამინა ფლემინგი დანიშნა.
ფლემინგის სიზუსტემ და სიბეჯითემ გზა გაუხსნა სხვა ქალებსაც: მალე მის გარშემო ქალები შეიკრიბნენ, რომლებმაც ცა ხელახლა წაიკითხეს
ეს ქალები საათში რამდენიმე ცენტს იღებდნენ და დღენიადაგ ფოტოფირფიტებზე მუშაობდნენ — ზომავდნენ, ითვლიდნენ, აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს.
ისინი იყვნენ პირველი „კომპიუტერები“, რომლებმაც სამყაროს უზარმაზარ მონაცემებს ფორმა, სისტემა და აზრი მიანიჭეს.
მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩა ენი ჯამფ ქენონი — ქალი, რომელმაც შექმნა ვარსკვლავების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება.
ქენონმა საკუთარი ხელით დაალაგა 350 000 ვარსკვლავი.
ისინი იყვნენ ქალები, რომლებმაც ცა დაიმორჩილეს, მაშინ როცა მიწაზე მათი ხმა არ ისმოდა.
დღეს კი ყოველი ვარსკვლავი მათ ხელწერას ატარებს — მკრთალს, მაგრამ მარადიულს.

წყარო:
https://www.smithsonianmag.com/history/the-women-who-mapped-the-universe-and-still-couldnt-get-any-respect-9287444