,,ბნელი ვარსკვლავი”

შორეულ კოსმოსში შენიშნეს ჰიპოთეტური ობიექტი -„ბნელი ვარსკვლავი“. განსხვავებით ჩვეულებრივი ვარსკვლავებისა, ის სინათლეს ბნელი მატერიის ნაწილაკების ურთიერთქმედებით გამოყოფს და არა ბირთვული სინთეზით.

ახალ კვლევაში ოთხი შორეული ობიექტი შეისწავლეს. მათი მახასიათებლები ასახავს ბნელი ვარსკვლავის წინასწარ განსაზღვრულ ნიშან-თვისებებს. ერთ-ერთი მათგანის ატმოსფერო კი იონიზებული ჰელიუმით გამოირჩეოდა-ყველაზე ნათელი მტკიცებულება ამ დროისთვის.

თუ ეს აღმოჩენა დადასტურდება, იგი დაგვეხმარება ბნელი მატერიის ბუნების გაგებაში და დაგვანახებს, როგორ ჩამოყალიბდნენ ადრეული სამყაროს სუპერმასიური შავი ხვრელები.

🛰️ 2021 წელს გაშვებული ჯეიმს ვების ტელესკოპი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის ჯერ უცნობი კოსმოსის გახსნას, რომელიც შეიძლება ფიზიკის რამდენიმე საიდუმლო საბოლოოდ მოგვცეს.

წყარო:

https://www.pnas.org/doi/10.1073/pnas.2513193122

დატოვე კომენტარი