დიოქსინი-ეკოლოგიური შიდსი

1976 წლის 10 ივლისს იტალიის პატარა ქალაქ სევეზოს თავს დაატყდა არნახული ეკოლოგიური კატასტროფა:ფირმა იკმესის ქარხანაში მოხდა აფეთქება და ჰაერში გაიფრქვა მომწამვლელიღრუბელი, რომელმაც დაფარა რამდენიმე ახლომდებარე ქალაქი და სოფელი.მოიწამლა ათასობით მოქალაქე დაიღუპა 80 ათასამდე შინაური ცხოველი. ამ ინციდენტის სალიკვიდაციოდ იძულებული გახდნენ დიდ ტერიტორიაზე მოეცილებინათ ნიადაგის ზედა ფენა.ეს შხამი იყო დიოქსინი, რომლის სრულიად ქიმიური სახელწოდებაა 2,3,7,8- ტეტრაქლორდიბენზ-პარადიოქსინი, … Read more

☄️გემინიდები☄️

კაშკაშა მეტეორთა წვიმა პიკს მიაღწევს 13 დეკემბრის ღამეს და 14 დეკემბრის გამთენიისას. გემინიდები ყოველწლიური მეტეორთა წვიმაა, რადგან თითოეული მეტეორი საკმაოდ კაშკაშაა და პიკის დროს, ცაზე შესაძლებელია საათში 120 მეტეორის დანახვა. ხილვადობა შედარები დაბალია სინათლით დაბინძურებულ ცაზე გემინიდების მეტეორთა ნაკადის შესახებ არსებული უძველესი ჩანაწერები დაახლოებით 200 წლისაა; მასზე დაკვირვების პირველი ჩანაწერი 1833 წლით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, … Read more

მუტაგენები და ტექნოლოგიური შხამებით საკვების გაბინძურება და გაუვნებლობის გზები

მუტაცია არის უეცარი მემკვიდრული ცვლილება. არჩევენ ინდუცირებულ(ადამიანის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ) და სპონტანურ(ბუნებრივად წარმოშობილ) მუტაციებს. მუტანტი არის ის ფორმა, რომლიც მუტაციის შედეგად წარმოიშვება, ხოლო მუტაციისგამომწვევ ფაქტორს მუტაგენი ეწოდება. არჩევენ გენურ და ქრომოსომულ მუტაციებს. გენური მუტაციის დროს დნმ-ის დონეზე აქვს ცვლილებას ადგილი. ქრომოსომული მუტაციების დროს ადგილი აქვს მათ სტრუქტურულ და რაოდენობრივ ცვლილებებს.ხშირ შემთხვევაში მუტაგენებით და ტექნოლოგიური შხამებით … Read more

ალქიმია დასავლეთ ევროპაში 🧪

ბიზანტიური ალქიმია თავისი მისტიკით შეიჭრა დასავლეთ ევროპაში, სადაც იგი ანტიმეცნიერულ მიმდინარეობას წარმოადგენდა. დასავლეთ ევროპაში ალქიმია ვითარდებოდა ორი ზოგჯერ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი მიმართულებით – სპეკულაციური და ექსპერიმენტული ალქიმიის სახით, მათთან ერთად არსებობდა პრაქტიკული, რომელიც მეცნიერების საფუძველი გახდა.დასავლეთე ვროპულ ალქიმიას ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და გამოგონება, როგორიცაა გოგირდის, აზოტის, და მარილის მჟავები, სამეფო წყალი პოტაში, ვერცხლისწყლის და … Read more

ასტატის ახალი იზოტოპი

ჩვენი პლანეტის ქერქის უიშვიათესი ელემენტის ახალი იზოტოპი აღმოაჩინეს. ასტატ-190 (190At) — ატომბირთვი-85 პროტონითა და 105 ნეიტრონით. 190At ამ ელემენტის ყველაზე მსუბუქი იზოტოპია. ეს მიგნება მნიშვენლოვანია, რადგან ფიზიკოსებს შეეძლებათ უკეთესად დააკვირდნენ ალფა დაშლის პროცესს, ატომის ბირთვების სტრუქტურასა და შეზღუდვებს. ასტატი უკიდურესად რადიოაქტიური და არასტაბილური ელემენტია. ბუნებაში გვხვდება მხოლოდ დაშლის პროდუქტად და უფრო მძიმე ელემენტების დაშლის პროდუქტიც შეიძლება … Read more

ორგანული ქიმია

თანამედროვე ორგანული ქიმია, შესასწავლი ობიექტების სიმრავლისა და სირთულის მიხედვით, ერთ-ერთი ვრცელი და დინამიკური საბუნებისმეტყველო დისციპლინაა. არსებობს ორგანული ქიმიის რამდენიმე განმარტება. კეკულეს და გმელინის მიხედვით, ორგანული ქიმია ელემენტ ნახშირბადის ქიმიაა, შორლემერის მიხედვით – ნახშირწყალბადებისა და მათი ნაწარმების ქიმია.XVIII საუკუნეში ნივთიერებებს, წარმომავლობის მიხედვით, ყოფდნენ სამ კლასად: მინერალურ, მცენარეულ და ცხოველურ ნაერთებად.1807 წელს ბერცელიუსის წინადადებით, ცოცხალი ორგანიზმებიდან მიღებულ … Read more

უსასრულოა თუ არა სამყარო?

ადამიანის ინტუიტიური აზროვნებისთვის როგორც სასრული, ასევე უსასრულო სამყარო ძნელი მისაღებია, ვინაიდან ორივე შესაძლებლობა ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებასთან მეტად თუ ნაკლებად წინააღმდეგობაშია. ერთის მხრივ, ჩვენსგარშემო არსებულ სივრცეში უსასრულო არაფერია და რაც არ უნდა უზარმაზარი იყოს ესა თუ ის სუბსტანცია, ან ამა თუ იმ ობიექტების რაოდენობა (მაგალითად, ხილულ სამყაროში არსებული ატომების რიცხვი) იგი ახლოსაც ვერ მივა მათემატიკური უსასრულობის … Read more

გრავიტაციული ასტრონომია

გრავიტაციული ასტრონომია არის ასტრონომიის ყველაზე ახალგაზრდა დარგი. იგი ორი მიმართულებით ვითარდება.გრავიტაციული ლინზები გრავიტაციული ლინზები ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად მატერია იწვევს სივრცის გამრუდებას, რის შედეგად სინათლისთვის და, საზოგადოდ, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისთვის, უმოკლესი მანძილი სწორი ხაზი კი არ არის, არამედ მრუდია. ამიტომ ნებისმიერი მასიური ციური სხეული, რომელიც მნათობიდანდამკვირვებლამდე გავრცელებული გამოსხივების უშუალო მახლობლობაშია, ამრუდებს გამოსხივების ტრაექტორიას და, მინის ლინზის … Read more

რადონი და ეკოლოგია

რადიოაქტივობის კონტროლი ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. თანამედროვე პირობებში კაცობრიობა რადიაციულ გარემოში ცხოვრობს. ამ რადიაციული ფონის შექმნაში დომინირებს ბუნებრივი წყაროები: კოსმოსური სხივები, ქანების გამოსხივება და რადონის დაშლის პროდუქტები. ხელოვნური წყაროების წვლილი ნორმალურ პირობებში შედარებით მცირეა, რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა ისეთი გლობალური კატასტროფა, როგორიც ჩერნობილში მოხდა 1986 წელს.ატომი ჩვეულებრივი მატერიის შემადგენელი უმცირესი ერთეულია, რომელიც … Read more

მეცნიერება შენს ხელთაა

სახალისო ექსპერიმენტები ვულკანი რა მოხდა? ნარევი აქაფდა და “ლავა” ამოიფრქვა შენი ვულკანიდან. რატომ? სოდა რეაქციაში შევიდა ძმართან და წარმოიქმნა აირი-ნახშირბადის დიოქსიდი. აირს დასჭირდა დიდი სივრცე, ბოთლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ზემოთ ამოვიდა. რა თქმა უნდა, თან წამოიღო ძმრისა და სოდის ნარევიც. ვულკანის ამოფრქვევის დროს მისი გახსნილი ყელიდან, რომელსაც კრატერს უწოდებენ, სხვადასხვა ელემენტები ამოდის. ეს შეიძლება … Read more