სატურნი🪐

სატურნი თავისი უჩვეულო სახით, დიდი ხანია ასტრონომების ყურადღებას იპყრობს. შებრტყელებულ სფეროზე „ჩამოცმულია“ კაშკაშა, ძალიან დიდი რგოლი. დედამიწისა და სატურნის ურთიერთგანლაგებაზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩანს ეს რგოლი. კუთხე რგოლის სიბრტყესა და დედამიწისკენ მიმართულებას შორის 00–დან 280-მდე იცვლება. პირველ შემთხვევაში ის თითქმის არ ჩანს, რადგან სწორ წრფედ იქცევა. როგორც ჩანს, სატურნის რგოლს პირველი გალილეო აკვირდებოდა. იმის გამო, … Read more

შეგრძნებების ქიმია(სურნელის ქიმია)

ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს გარე სამყაროსა და ადამიანის ცნობიერებას შორის. ოსმოფორები – მოლეკულებია, რომელთაც აქვთ დამახასიათებელი სუნი და შემდეგი თვისებები: აქროლადობა, წყალში ცუდად იხსნებიან, კარგად იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში. სუნის როლი ბუნებაში გადამწყვეტ როლს მწერების მოზიდვაში, რომლებიც მცენარეების დამტვერვას ახდენენ, ყველაზე ხშირად ყვავილების სურნელი ასრულებს. საფუძვლიანია ვარაული, რომ სურნელი წარმოადგენს უფრო უძველეს ატრაქტანტს, ვიდრე … Read more

კვანტური ქაფი

“ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელი ქმნის” ლაო-ძი რა იმალება “არაფრის” მიღმა? – ყველაზე ფანტასტიკური დასკვნები სიმართლე აღმოჩნდა “არაფრის” კონცეფცია უკვე ათასწლეულების მანძილზე აქტიურად განიხილება მეცნიერების და ფილოსოფოსების მიერ. მაგრამ რამდენად რეალურია მისი არსებობა? რა დგას “არარას” მიღმა? უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არაფრის” არსებობა რეალურად ილუზიაა. “არაფერი, … Read more

იოანე პეტრიწი, “ვეფხისტყაოსანი” და ანტონ I-ის სკოლა

იოანე პეტრიწის ენისა და მაღალმხატვრული სტილის გავლენას განიცდიან მისი თანამედროვე და მომდევნო თაობები: პეტრე გელათელი-იოანე სინელის “სათნოებათა კიბის” ერთ-ერთი მთარგმნელი. ავტორი დავით აღმაშენებლის ისტორიისა, ზოგიერთის მიერ იოანე პეტრიწად მიჩნეული, მისი ენისა და სტილის მსგავსების გამო”. თამარის ეპოქის მიღწევები-ნიკოლოზ გულაბერისძე, არსენ ბულმაისიმიძე, “ისტორიათა და “აზმათა”-ს ავტორი, პოეტი-მეხოტბეები-ჩახრუხაძე და შავთელი. გელათის სკოლის ლიტერატურული სტილისა და იოანე პეტრიწის, … Read more

ბუნებრივ ნაერთთა ქიმია

ცოცხალი მატერიის შესწავლა მეცნიერების მრავალი დარგის ერთ-ერთი საინტერესო პრობლემათაგანია. უკანასკნელ წლებში კი უდიდესი მიღწევებია მოპოვებული ამ პრობლემის მოლეკულურ დონეზე კვლევისათვის, რაშიც უდავოა ქიმიის მეცნიერებისროლი.ცილის ბიოსინთეზი, მემკვიდრული ნიშნების გადაცემა, დაავადებათა მოლეკულური საფუძვლები, ცილებისა და ნუკლეინის მჟავების აგებულების დაგენა, ცოცხალ სისტემებში ენერგიის გადაცემა, ფერმენტების აღნაგობისა და მოქმედების მექანიზმების შესწავლა, აქტიურ ნივთიერებათა ტრანსპორტირება ორგანიზმებში, ლიპოპროტეიდული მემბრანების სტრუქტურისა და … Read more

მზის სისტემის ასაკი☀️

მზე მესამე თაობის ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც სხვა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად მიღებული ვარსკვლავის მტვრისა და გაზის ნისლეულისგან წარმოიქმნა. მზე და მისი სისტემა 4, 6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ისტორიაბევრად უფრო ადრე, 6 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მეორე თაობის გიგანტური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად.თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო, ზუსტად უცნობია. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 13, 7 … Read more

გელათის მოზაიკა, როგორც კედლის მხატვრობის მოწინავე ძეგლი

XII საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კედლის მხატვრობის ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გელათის მოზაიკას, რომელიც დაცულია მთავრი ტაძრის კონქში და თარიღდება ზუსტად 1125-1130 წლებით. მოზაიკური მხატვრობა, ქართული ხელოვნების ტრადიციის მიხედვით, საკურთხევლის კონქს ამკობს. ტაძრის დანარჩენი ნაწილი თავდაპირველად მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომელთა დიდი ნაწილი განახლებული ყოფილა სხვადასხვა დროს. ტაძრის დასავლეთ ნარტექსში დარჩენილია ტაძრის აგების დროინდელი ფრესკული … Read more

ცა. ცის სფერო. მთავარი წერტილები და წრეწირები ცის სფეროზე🔮

ჰორიზონტი. ასტრონომიული ობიექტებისა და მოვლენების შესწავლა-კვლევის საფიძველსა და პირველსაწყისს დაკვირვება ანუ დამზერა წარმოადგენს. ასტრონომიული მეცნიერების ჩასახვა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანი გარემოსა და ცას დააკვირდა. ჩვენც გარემოს დაკვირვებით დავიწყოთ ასტრონომიის შესწავლა, ამისთვის უკეთესია გავიდეთ გაშლილ ადგილას-ტრიალ მინდორზე, რათა ხელს არ გვიშლიდეს ახალო ამართული მაღალი ნაგებობანი ან მთები, თუმცა მაღალი შენობის სახურავიც გამოგვადგება, როგორც ადგილი ამგვარი დაკვირვებისათვის. … Read more

ბუნებრივი გეოფიზიკური ველები

ფიზიკურ ველი (ან გეოფიზიკური) ველი-ესაა მატერიის არსებობის ფორმა, რომელიც ნივთიერების ელემენტარულ ნაწილაკებს აკავშირებს ერთმანეთთან  ერთ სისიტემად და გადასცემს  გარკვეული სიჩქარით ერთი ნაწილაკის ზემოქმედებას სხვებზე (ე.ი. ანხორციელებს ამ ნაწილაკების ურთიერთქმედებას). ყოველი გეოფიზიკური ველი ხასიათდება მისი დამახასითებელი პარამეტრებით. გეოფიზიკური პარამეტრები ესაა სიდიდები, რომელთა მნიშვნელობა გამოიყენება გეოფიზიკური ველების განსხვავებისთვის. გეოფიზიკური ველი ასახავს იმ გეოფიზიკური პარამეტრების სივრცულ განაწილებას, რომლებიც … Read more

ფეროშენადნობების გამოსადნობად გამოყენებული აღმდგენელები

ფეროშენადნობთა წარმოების პროცესში გამოიყენება მრავალგვარი ნახშირბადიანი აღმდგენლები: კოქსწვრილა, დაყალიბებული კოქსი,ნახევრადკოქსი, ხის ნახშირი, ანტრაციტი, ქვანახშირი, ნავთობის კოქსი, ტორფის კოქსი, ნახერხი და სხვ. ყველა ეს მასალები თავისი თვისებებით ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. კოქსწვრილა – არის ქვანახშირებიდან მეტალურგიული კოქსის წარმოების პროცესში წარმოქმნილი თანმდევი პროდუქტი. იგი არისყველაზე გავრცელებული და იაფი აღმდგენელი. იგი გამოიყენება ყველა პროცესებში, სადაც დასაშვებია მაღალნაცრიანი აღმდგენლის გამოყენება … Read more