პლანეტების აღლუმი მარტის ბოლო დღეებში 🪐

მარტის ბოლო დღეებში პლანეტების აღლუმი გაიმართება ✨ 💫 იუპიტერი, მერკური, ვენერა, ურანი და მარსი 25 მარტიდან 30 მარტამდე მთვარის გვერდით რკალის ფორმით დაეწყობიან. იუპიტერი შეიძლება ჩაიძიროს მზის სინათლეში, ამიტომ მისი დანახვა 28 მარტამდეა შესაძლებელი. ☀️ ✨ ხუთივე პლანეტის დანახვა შესაძლებელია ერთ ღამეში, მთავარია ზუსტი დრო, ბნელი ცა და ჰორიზონტის ნათელი ხედი. 💫 ზოგიერთი პლანეტის დანახვა … Read more

ბალბის სამუკრნალო თვისებები🌸

ბალბა ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში-ჩიტპურას, ხევსურეთში-აბაზას, მესხეთ ჯავახეთში-კორკოტინას, რაჭაში-მელოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი. ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით, 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, … Read more

დღევანდელი ჩვენი არხიტექტურა

თანამედროვე ხელოვნების უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნების შინაარსი, სინამდვილედან იქნეს აღმოცენებული და მიეცეს მას რაციონალური მიმართულება. ამ ამოცანათა წამოყენება და მათი გადაჭრა დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს თანამედროვე ხელოვნებისა.ხელოვნების შინაარსის სათანადო შეგნება ჩვენ გვიკარნახებს, რომ შეუძლებელია ხელოვნება იქნეს სინამდვილედ, თუ ის არ გამოსახავს აქტუალობას, თუ ის არ შეეფერება თანამედროვე ცხოვრების საჭიროებას. განყენებულად არსებული ხელოვნების ფორმები … Read more

საქართველოს სამკურნალო მცენარეები🍀

საქართველოს მცენარეული საფარი მდიდარი და მრავაფეროვანია. ჩვენს ქვეყანაში მრავალი ისეთი მცენარე მოიპოვება , რომელსაც სამკურნალო მიზნით გამოიყენებენ. ბევრი მცენარე ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მხოლოდ ნაწილობრივ არის შესწავლილი ანდა საერთოდ შეუსწავლელი. სამკურნალწამლო მცენარეული ნედლეულის რესურსების გაზრდას ემსახურება შორეული წარსულიდან მოყოლებული, ემპირიულად მიღებული გამოცდილების მეცნიერულად შესწავლა. მცენარეს, რომელიც წარმოადგენს ორგანული ნივთიერებების წარმოშობის წყაროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. … Read more

სპირალური გალაქტიკა✨

1781 წლის 13 მარტს უილიამ ჰერშელმა ურანი აღმოაჩინა. ძალიან მალე ჰერშელი მთავარ ასტრონომად დაინიშნა მეფე ჯორჯ III-ის სამეფო კარზე. მეფის დაფინანსებით, ჰერშელმა ააგო ტელესკოპები. ერთ-ერთი ტელესკოპის სიგრძე 12 მ იყო, 120 სმ დიამეტრის სარკით. ასტრონმმა მალავე შეძლო ირმის ნახტომის რუკის შედგენა. ეს იყო ჩვენი გალაქტიკის პირველი სისტემური რუკა. მან დაითვალა მისი მხედველობის არეში თითქმის ყველა … Read more

ანთროპოგენური ზემოქმედება გარემოზე

დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ ბიოსფეროში დაიწყო მნიშვნელოვანი ელოვულციური პროცესები-დედამიწაზე გაჩნდა ცოცხალი ორგანიზმები. პირველად წარმოიქმნა ავტოტროფიული მცენარეები, ამ მცენარეების განვითარებამ გამოიწვია ჟანგბადის მკვეთრი მომატება ატმოსფეროში. თანამედროვე ბიოსფერო თანდათან ჩამოყალიბდა, პირველ რიგში მაშინ როდესაც გაჩნდა ფოტოსინთეზის გამნახორციელებელი ორგანიზმები. ამ პროცესის დროს ორგანიზმები იყენებენ ენერგიის ეგზოგენურ წყაროს-მზის რადიაციას, ნახშირორჟანგის გაზიდან, წყლიდან და მინერალური ელემენტებიდან ყველა იმ ორგანული … Read more

ვარსკვლავები და მათი სისტემები⭐️

სამყაროს თანამედროვე სახეს ვარსკვლავები და მათი სისტემები განსაზღვრავენ. მართალია, დღისით მზის სხივთა ელვარება და დედამიწის ატმოსფეროს მიერ გაბნეული მზის სინათლე ჩრდილავს მზის სისტემის ყველა სხეულს,რაც ატმოსფეროს მიღმაა: მთვარეს, პლანეტებს, კომეტებს და ა.შ., ასევე მთელ დანარჩენ სამყაროსაც და მათ შორის ვარსკვლავებსაც – ხილვადია მხოლოდ ჩვენი პლანეტის ზედაპირი, მთაგრეხილები, დაბლობები, მდინარეები, ზღვა – ოკეანეები, ასევე დიდი და … Read more

🌪პოლარული ციალი კოსმოსური სადგურიდან☀️

მზე ბოლო დროს ძლიერ აქტიურია და ამის ერთ-ერთი შედეგი არის უმშვენიერესი პოლარული ციალები. თებერვლის ბოლო დღეებში განასაკუთრებით შესამჩნევი იყო მწვანე ნათება, თუმცა ეს მხოლოდ ხმელეთზე შესამჩნევი არ იყო. ავრორას იშვიათი სანახაობით ტკბებოდნენ ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიმაღლეზე მყოფი ასტრონავტები. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურიდან გადაიღეს ფოტოები, სადაც ჩანს ციალის მწვანე შუქი დედამიწის ღამის ცის ოქროსფერი … Read more

🌷გაზაფხულის თანავარსკვლავედები🌸

გაზაფხულის თანავარსკვლავედები, გაზაფხულის საღამოს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეს იმყოფება. ამ ჯგუფს ეკუთვის: ლომის, მენახირის, ჩრდილოეთის გვირგვინის, ქალწულის, სასწორისა და ღრიანკალის თანავარსკვლავედები. ⭐️ ლომი ლომის მიგნება შეიძლება დიდი დათვის საშუალებით. დიდი დათვის “მაჩვენებლის” გაგრძელება, ხვდება პოლუსს. იმავე მაჩვენებლის შებრუნებული მიმართულებით გაგრძელდება დაახლოებით ხუთი “მაჩვენებლის” მანძილზე, გადის ლომის თანავარსკვლავედში და ე.წ. ლომის ტრაპეციას შუაზე კვეთს. ლომის ტრაპეცია … Read more

🌬მზის ქარი

მზე ჩვენი გალქტიკის ერთ-ერთი ვარსკვლავი და ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრალური სხეულია. მის გარშემო მოძრავი პლანეტების (მათ შორის დედამიწის) და კომეტების ორბიტათა ფოკუსები მზის ცენტრის ახლოს, თითქმის ცენტრში იყრის თავს. მზე მთლიანად დაიონებული პლაზმაა და მას სფეროს ფორმა აქვს. მზის სფეროს დიამეტრი 109-ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს, ხოლო მისი ზედაპირი 1 200-ჯერ მეტია დედამიწის ზედაპირზე. მზის სიმკვრივე … Read more