ტარანტულის ნისლეული 🌠

🌠 ტარანტულის ნისლეულში ახალგაზრდა ვარსკვლავების გარდა, გამოვლენილია შორეული გალქატიკებიც. იგი მდებარეობს ჩვენგან 161 000 სინათლის წლის მანძილზე. ჯუჯა გალაქტიკის მაგელანის დიდ ღრუბლებში. 🌠 ადგილობრივ ვარსკვლავთწარმომქნელ ჯგუფში ყველაზე კაშკაშა რეგიონია. იგი მოგვაგონებს ტარანტულის სოროს. 🌠 ვარსკვლავები ცისფრად კაშკაშებენ, რადგან სიცოცხლე იწყება. ნისლეულის მიმდებარე ზონა უძლებს, ვარსკვლავური ქარებით გამოწვეულ ეროზიას და წარმოქმნის სვეტებს. გროვებში პროტოვარსკვლავებია, რომლებიც თანდათან … Read more

ატომურ ნაწილაკთა ურთიერთქმედების პოტენციალები

შრედინგერის განტოლება, რომელიც ითვალისწინებს ყველა სახის ურთიერთქმედებას მრავალელექტრონიან ატომში, არ იხსნება ანალიზურად და არც რიცხობრივად. თუმცა, ეს ურთიერთქმედებები შეიძლება განვალაგოთ გარკვეული იერარქიული მიმდევრობით და შემდგომ გავითვალისწინოთ ისინი თანმიმდევრობით შეშფოთების თეორიის ფარგლებში. თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ ელექტრონების ბირთვთან და ერთმანეთთან ელექტროსტატიკურ ურთიერთქმედებას შრედინგერის განტოლება შეიძლება ჩავწეროთ შემდეგი სახით აქ პირველი წევრი ელექტრონების კინეტიკური ენერგის ოპერატორების ჯამია, ხოლო … Read more

ქართველი ასტრონომების მიერ აღმოჩენილი ციური ობიექტები 🌟

🌟 1942 წელი-გიორგი თევზაძემ აღმოაჩინა 2 ახალი კომეტა-თევზაძე I და თევზაძე II(Whipple-Fedtke-Tevzadze 1942 g); 🌟 1948 წელი- რაისა ბართამიამ აღმოაჩინა გველის თანავარსკვლავედში ახალი ვარსკვლავი N Ser 1948; 🌟 1958-1961 წლები- ს. აფრიაშვილმა აღმოაჩინა 3 ახალი ვარსკვლავი: ფარის 1948, მშილდოსნის 1960 და გველისმჭერის 1961; 🌟 1960-1965 წლები- მ. დოლიძემ გამოავლინა ნახშირბადოვანი და H-ემისიის მქონდე ვარსკვლავები; 🌟 … Read more

ვარსკვლავთ რაოდენობა, მათი დაშორება და სიკაშკაშე ✨

ერთი შეხედვით, ღამის მოწმენდილ ცაზე აურაცხელ ვარსკვლავებს ვხედათ უბრალო, შეუიარაღებელი თვალით. ცის გულმოდგინედ მიმოხილვა დაგვარწმუნებს, რომ ცის სფეროს ერთ ნახევარზე, რაც ჰორიზონტს ზემოთაა ერთდროულად დაახლოებით მხოლოდ სამი ათასი ვარსკვლავი მოჩანს. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ თითქოს ვარსკვლავთა რაოდენობა ამით ამოიწურება. უსასრულო სამყაროს მანძილები იმდენად დიდია, რომ ყველაზე უფრო მეტად კაშკაშა ვარსკვლავებიც კი მხოლოდ … Read more

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა 💫

უმთვარო ღამეში, ქალაქგარეთ, ქუჩების განათებასა და მტვერს მოშორებით, მოწმენდილი, უღრუბლო ცა აურაცხელი ვარსკვლავებით მოფენილი წარმოგვიდგება. სხვადასხვა სიკაშკაშისა და სხვადასხვა ფერის ვარსკვლავები, თუმცა მხიარულად ციმციმებენ, მაგრამ ერთი შეხედვით ცაზე უძრავად “მიჭედილნი” გვეჩვენებიან. მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვება გვარწმუნებს, რომ ვარსკვლავები ამოდიან ცაზე ჰორიზონტის აღმსავლეთ ნაწილში, დინჯად და თანაბარი სიჩქარით მოძრაობენ ცის თაღზე ჯერ სულ ზევით და ზევით, შემდეგ … Read more

მაგიიდან მეცნიერებამდე 🧙‍♂️

ალქიმიის „აკვანად“ ეგვიპტე ითვლება. ალქიმიის წინა პერიოდში სწორედ ეგვიპტელები ადნობდნენ და ამუშავებდნენ ფულისთვის და ძვიფასი სამკაულისათვის მეტალებს . გადადნობის მეთოდი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ვიწრო კასტას მიუწვდებოდა ხელი. ლეიდენის პაპირუსზე, (ზემო ეგვიპტის დედაქალაქი, ჩვ.წ. აღიცხვით III საუკუნე.), რომელიც 1830 წელს აღმოაჩინეს, ოქროს იმიტაციის 15 რეცეპტი წერია. “ოქროს “გამრავლების” რეცეპტი ასეთია: «ავიღოთ თუთიის ოქსიდის ნარევი, რომელიც … Read more

წყალმცენარეები 🌿

წყალმცენარეები დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადარნი არიან, რომლებმა, სასიცოცხლო გარემოს უცვლელობის გამო პირველყოფილი სახე თითქმის მთლიანად შეინარჩუნეს. წყალმცენარეების ფორმალურ ჯგუფში ასევე აერთიანებენ პროკარიოტულ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს, იგივე, ციანობაქტერიებს. წყალმცენარეები როგორც ერთუჯრედიანი და კოლონიური, ასევე, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები არიან. მათი ზომები მიკროსკოპულიდან რამოდენიმე ათეულ მეტრამდე მერყეობს. მათ სხეულებს თალომი ან თალუსი ეწოდება. სხეული არ არის დიფერენცირებული ქსოვილებად და ორგანოებად. … Read more

მზის ახალი ფოტო ☀️

☀️ მზის მეცნიერებაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ☀️ მსოფლიოში უდიდესი მზის ტელესკოპია, დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპი, რომელმაც სამეცნიერო ოპერაციები 2022 წლის 23 თებერვალს დაიწყო. მისი მაღალი რეზოლუციის დაკვირვებები მზის გვირგვინზე, ჩვენს ცოდნას მზის შესახებ კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ ტელესკოპს შეუძლია მზეზე გადაიღოს სულ რაღაც 20 კმ სიგანის წარმონაქმნები. ორი წლის უკან, ტელესკოპის ტესტირებისას გამოქვეყნდა … Read more

✨ პლუტონი ✨

1930 წელს აღმოაჩინეს მზიდან მეცხრე პლანეტა-პლუტონი. მას წყალქვეშა ღმერთის სახელი ჰქვია 2016 წელს პლუტონის ზედაპირის შეისწავლეს. პატარა პლანეტაზე თოვლით დაფარული მთები აღმოაჩინეს. თეთრი მასა, რომელიც ფოტოებზეა აღბეჭედილი მეთანის თოვლია და მისი კონდენსირება ყინულის ფორმით მოხდა. ასევე ნასას ინფორმაციით პლუტონზე არსებობს წითელი წყალი. წყალი წითელია, ცა კი ლურჯი.  ეს ჯუჯა პლანეტა ძირითადად ქვისა და ყინულისგან შედგება. … Read more

იზოსტაზიის თეორია

სიმ­ძი­მის ძა­ლის გა­ნა­წი­ლე­ბის ხა­სი­ა­თი დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე ქერ­ქის აგე­ბუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, თუ ვი­ცით ეს გა­ნა­წი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სჯე­ლოთ ქერ­ქის აგე­ბუ­ლე­ბა­ზეც. პირ­ვე­ლი გე­ო­ფი­ზი­კუ­რი თე­ო­რია ქერ­ქის აგე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, წარ­მო­იშ­ვა გრა­დუ­სუ­ლი გა­ზომ­ვე­ბის შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბის ახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით; მას იზოსტაზიის ანუ დე­და­მი­წის ქერ­ქის წონასწორობის თე­ო­რია ეწო­და. ცხრილ­ში ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რად­ღე­ბო ფაქ­ტი ის არის, რომ … Read more