პოლუსის მიდამო 💫

პოლუსის მიდამო ეწოდება იმ არეს, რომელიც ჩრდილოეთის პოლუსიდან 40°-ის ფარგლებში იმყოფება. ამ არეში მოთავსებული ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები მუდამ ჰორიზონტის ზემოთ არის და მათი დანახვა ყოველ ღამე შესაძლებელია, თუ ცა მოწმენდილია. მათი ორივე კულმინაცია ხდება ზენიტიდან ჩრდილოეთით. პოლუსის მიდამოში შედის: დიდი დათვის, პატარა დათვის, კასიოპეას, გველეშაპის, ცეფეისა და ჟირაფის თანავარსკვლავედები. ასევე, პერსეის, გედისა და ხვლიკის თანავარსკვლავედების … Read more

დასავლეთ საქართველოს რაიონებში ჰიდროთერმული კოეფიციენტის განსაზღვრა ფიონის დროს

დასავლეთ საქართველო ხასიათდება მაღალი სინოტივით, მაგრამ თბილი და მშრალი აღმოსავლეთის ქარების-ფიონების გამო სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავეგეტაციო პერიოდში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც აღნიშნულია დიდი სიმშრალე. იმ მიზნით, რომ დაგვედგინა ფიონური ქარების ზეგავლენა სინოტივის ბალანსის შემცირებაზე, გამოვიანგარიშეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონისათვის 20 წლის მონაცემების საფუძველზე. ამისთვის გამოვიყენეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტის ფორმულა, რომელიც იძლევა შესწორებას ქარზე, ვინაიდან დასავლეთ … Read more

რძის გზა 🌬 ირმის ნახტომი 🌌

🌌 ირმის ნახტომი წარმოადგენს მოთეთრო ზოლს, რომელიც უვლის მთელ ცას, მას ასევე უწოდებენ რძის გზას, ანუ რძის წრეს. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს ზოლი ცაზე წარმოიშვა ქალღმერთ იუნონას დაღვრილი რძით, როცა მას სწოვდა პატარა ჰერკულესი და წამით მოშორდა დედის მკერდს. ეგვიპტელები თვლიდნენ მას ღმერთების ბინაში მიმავალ ეთერულ გზად. ირმის ნახტომს, იეროსალიმის გზას, ან კიდევ დევის ნამუხლარს … Read more

✨შემოდგომის თანავარსკვლავედები🍂

🍂 შემოდგომის თანავარსკვლავედები ეწოდებათ ისეთ თანავარსკვლავედებს, რომლებიც შემოდგომის საღამოს ხანს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეზე იმყოფება. აქ შედის მერანის, ანდრომედას, პერსეის, ვერძის, ვეშაპის და სხვა თანავარსკლავედები. ამ ჯგუფის მთავარი პუნქტია კასიოპეას თანავარსკვლავედი. შემოდგომაზე, საღამო ხანს, კასიოპეა არის პოლუსის ზემოთ და მოძრაობს დასავლეთისკენ. ⭐️ მერანი პოლუსებიდან β კასიოპეაზე (კიდურა კაშკაშა ვარსკვლავზე) რომ გავაგრძელოთ სვლა მიგვიყვანს მეორე სიდიდის … Read more

წყალსაცავები: რას გვაძლევს, რას გვართმევს

ატმოსფერული ნალექების და მათთან დაკავშირებული წყლის ჩამონადენის გამო ჩვენი მდინარეები ხშირად წყალმცირენი არიან და მოსახლეობის ყოველგვარ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ. წყლის ჩამონადენის უთანაბრობის შესამცირებლად (ან გასათანაბრებლად) და წყლის მარაგის შესაქმნელად კაცობრიობა უხსოვარი დროიდან აშენებდა და ახლაც აშენებს წყალსაცავებს. წყალსაცავები სხვადასხვა დანიშნულებისაა. მას აშენებენ სამეურნეო, სასმელი წყლის მარაგის შექმნის, ენერგეტიკული, მელორაციული და სხვა მიზნით. სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის … Read more

⭐️ ზამთრის თანავარსკვლავედები ⭐️

ზამთრის თანავარსკვლავედები ეწოდებათ ისეთ თანავარსკვლავედებს, რომლებიც ზამთრის საღამოს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეს იმყოფება. ცის ეს ნაწილი ყველაზე მდიდარია კაშკაშა ვარსკვლავებით. ზამთრის ვარსკვლავების ჯგუფს ეკუთვნის: მეეტლის, კუროს, ორიონის, დიდი ძაღლის, პატარა ძაღლის, მარჩბივისა და კირჩხიბის თანავარსკვლავედები. ✨ მეეტლე დიდი დათვის δα-ზე (ე.ი. δ-დან α-სკენ) გატარებული ხაზი რომ ხუთჯერ გავაგრძელოთ, მიგვიყვანს მოყვითალო ნულოვანი სიდიდის ლამაზ ვარსკვლავთან, რომელსაც … Read more

დასავლეთ საქართველოში ფიონებისათვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური ელემენტების შესწავლა

სიტვა “ფიონი” ძველი ლათინური (favoign) წარმოშობისაა და ნიშნავს თბილ ქარს. იგი ატმოსფეროს განსაზღრული პროცესებისა და დედამიწის ზედაპირის ურთიერთმოქმედების შედეგია. ფიონის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია ჰაერის დაღმავალი მოძრაობა, რომელიც განიცდის მშრალ ადიაბატურ შეკუმშვას და ხდება უფრო თბილი და მშრალი, ვიდრე მის შესაბამის სიმაღლეზე-მთის მეორე მხარეს. იგი წარმოადგენს მეტეოროლოგიური ელემნეტების კომპლექსს, რომელშიც შედის მაღალი ტემპერატურა, დაბალი შეფარდებითი … Read more

ორიონი 💫

💫 ორიონი ერთ-ერთი უმშვენიერესი თანავარსკვლავედია ცის თაღზე. ეს ვარსკვლავთკრებული ჰორიზონტიდან ყველაზე მაღლაა და ძალიან კარგად ჩანს დეკემბრიდან მარტამდე. მომხიბვლელია მთელი იმ დიდი სივრცის ხილვა, რაც ამ თანავარსკვლავედებს უჭირავს. გარშემორტყმულია მარჩბივის, მარტორქის, ერიდანუსისა და კუროს თანავარსკვლავედებით. 💫 უღრუბლო ცაზე, უმთვარო ღამეს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ორიონის დაახლობით 120 ვარსკვლავი. ბეთელჰეიზე, (არაბულიდან აღებული სიტყვა, “ბუმბერაზის მხრები”. ორიონის უნათელესი … Read more

სორენ სორენსენი 🥀

✨ სორენ სორენსონი დანიელი ქიმიკოსი იყო, რომელმაც  დანიის კალსერბერგის ლაბორატორიაში შეიმუშავა pH შკალა (0-14). ასევე მან პირველმა გამოიყენა წყალბადის პროტონის (H+)კონცენტრაციის გამოსახვისათვის ანტილოგარითმი. ✨ იგი 1868 წლის 9 იანვარს დაიბადა, ფერმერის ოჯახში. 18 წლის ასაკში დაიწყო სწავლა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, ქიმიის მიმართულებით. ✨ დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობდა ასისტენტად, ეხმარებოდა დანიის გეოლოგიურ კვლევას … Read more

სიცოცხლის ფუგა (ვარიაციები ცილის თემაზე)

წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი ყველაფერს მოიცავს სამყაროში. იგი პროგრესის სტიმული და ევოლუციის წყაროა. ზუსტად რომ ვთქვათ, წარმოსახვა მეცნიერულ კვლევაში რეალური ფაქტორია. ალბერტ აინშტაინი სიცოცხლე ბუნების განვითარების უმაღლესი მწვერვალია. ბუნებაში არ არსებობს სიცოცხლეზე უდიადესი, ურთულესი და სრულყოფილი მოვლენა. თავისი სირთულით იგი თვისებრივად განსხვავდება მატერიის მოძრაობის დაბალი ფორმებისგან, ე.ი. ფიზიკური და ქიმიური მოვლენებისაგან. … Read more