არაორგანულ ნაერთთა კლასების ქართული ნომეკლატურის აგების პრინციპები

არაორგანული ქიმიის მონეკლატურის აგებას საფუძვლად უნდა დაედოს: 1. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა; 2. ვალენტობის გამოვლინების ხარისხი; 3. ნაერთთა ზუსტად ერთაზროვნული დასახელება, რომ შეუძლებელი იყოს ერთი რომელიმე ნაერთის სხვა ნაერთთან არევა; 4. დასახელებათა მაქსიმური დაახლოვება ამ ნაერთთა ფორმულების დამწერლობასთან(და მაშასადამე,ამ დამწერლობაზე აგებულ დასახელებათა საერთაშორისო სისტემასთან, რამდენადაც პირველი 3 მუხლი ამის ნებას გვაძლევს). 5. ტერმინების ისეთი გაფორმება, … Read more

✨ მნათობების ხილული მოძრაობა ცაზე 💫

უბრალო, მაგრამ სისტემური დაკვირვება ცაზე გვიჩვენებს რომ ყოველ დილით მზე ამოდის ჰორიზონტის ერთ მხარეზე, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს ვუწოდებთ. მზის ამოსვლით იწყება დღე. ამოსვლის შემდეგ მზე გადაადგილდება ცაზე, თითქოს ნელა “მიცურავს” ცის თაღზე. განუწყვეტილ და თანდათან სულ ზევით და ზევით მიიწევს, მაგრამ ჰორიზონტს მართობული მიმართულებით კი არ შორდება, არამედ, თუ პირით აღმოსავლეთით ვდგავართ, ჩვენს მიმართ მარჯვნივაც … Read more

მცენარეები 🌾

მცენარის როლი დედამიწისა და მისი ბინადრებისათვის უდიდესია.მცენარეები, აკუმულირებენ მზის ენერგიას, გარდაქმნიან მას ორგანული ნაერთების ქიმიური ბმების ენერგიად, რა დროსაც არაორგანული ნაერთებისაგან წრმოიშობიან ორგანული ნაერთები. ამ პროცესის – ფოტოსინთეზის – დროს გარემოში გამოიყოფა ჟანგბადი. ამრიგად მწვანე მცენარეები არიან დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საკვების წყარო, კვებითი ჯაჭვების პირველი რგოლი, დედამიწის მთავარი პროდუცენტები. დედამიწის ატმოსფერო, რომელიც 21% … Read more

კლიმატური ფაქტორი-აუცილებელი ელემენტი დაგემარებსა და მშენებლობაში

ნაგებობაზე კლიმატის გავლენის შეფასებისათვის რიცხვითი კლიმატური მაჩვენებლის გამოყენება შედარბით გვიან დაიწყო. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ წინათ საერთოდ არ ითვალისწინებდნენ კლიმატის გავლენას საცხოვრებელზე. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ჩრდილოეთის რაიონებში მორებისგან აშენებდნენ ჩალით დახურულ დაბალ სახლებს, ხოლო სამხრეთში-თეთრად შელესილ ბრტყელსახურავიანს. დადგენილია, რომ ევროპაში ძველი საცხოვრებელი სახლების კედლების სისქე დამოკიდებულია ზამთრის სიმკაცრეზე. რაიონებში, სადაც დიდი რაოდენობის … Read more

ჯორდანო ბრუნო

კოპერნიკის სიკვდილით არ შეჩერებულა იმ დიადი აზრის მსვლელობა, რომელსაც თვით კოპერნიკმა ჩაუყარა საფუძველი. ხსენებული მსოფლმხედველობა უფრო და უფრო ვითარდებოდა და მრავალ მიმდევრებს პოულობდა ყველა ქვეყანაში. კოპერნიკის სწავლის ერთი მეტად სახელოვანი მიმდევრთაგანი იყო იტალიელი მეცნიერი ჯორდანო ბრუნო. ჯორდანო ბრუნო დაიბადა 1449 წელს. 14 წლის იყო, როცა სწავლის მისაღებად შევიდა დომინიკელთა ორდენის მონასტერში. იგი ამ მონასტერში შევიდა … Read more

☀️ მზის და მთვარის დაბნელება 🌙

ვარსკვლავიერი ცა მდიდარია ობიექტებით: ვარსკვლავებით, პლანეტებით, კომეტებით, პლანეტების თანამგზავრებითა და ა.შ. ისინი მრავალგვარ მოძრაობაში იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის შემადგენელი სხეულებისათვის ესაა მათი ერთიანი გარემოქცევა გალაქტიკის ბრუნვის ღერძის ირგვლივ. თუმცა მათ საკუთარი, სხვათაგან განსხვავებული ინდივიდუალური მოძრაობებიც ახასიათებთ გარემომცველი ობიექტების ერთობლიობის მიმართ. ასევე ორბიტული ბრუნვითი მოძრაობებია დამახასიათებელი ე.წ. ვარსკვლავთა გროვების შემადგენელი ობიექტებისათვის, ცალკეულ ვარსკვლავთა და, მათ … Read more

ისააკ ნიუტონი

ისააკ ნიუტონი 1663 წლის 4 იანვარს დაიბადა, ქალაქ გრენთემიდან 4 საათი კილომეტრის დაშორებით, სოფელ ვულსთორპში. ისააკი დღენაკლები დაიბადა და ფიქრობდნენ რომ იგი მალე გარდაიცვლებოდა, თუმცა ნიუტონმა 85 წელი იცოცხლა და მეცნიერების ისტორიაში სხვა სწავლულებისგან განსხვავებით, იშვიათი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. მისი ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდება პატარა ფერმა, რომელიც ერთი საუკუნის მანძილზე ნიუტონების საკუთრებას წარმოადგენდა. პატარა ხის სახლი, … Read more

ჟანგბადის ცვალებადობა ატმოსფეროში

თანამედროვე პირობებში ამინდისა და კლიმატის მედიცინის პოზიციიდან შესაფასებლად, განსაკუთრებით მთიან რაიონებში, დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროში ჟანგბადის მასის შემცველობას. კლიმატურ-ფიზიოლოგიური და კლიმატურ-თერაპიული გამოკვლევებით დადგენილია და საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომებში გაშუქებულია საკითხი იმის შესახებ, რომ ამინდის ცვალებადობის დროს ადამიანის ორგანიზმზე (თერმოადაპტაციური მექანიზმის გარდა) იწვევს ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობა. ბიოლოგიურად ასეთი მნიშვნელოვანი პარამეტრის შესწავლას დიდი … Read more

ბუნება მბრძანებელია

“ძნელია, როცა კაც კაცი, თუ კაცს სოფელი მარტო დღეისთვის უნდა და სახვალისოდ აღარ უფრთხილდება” ვაჟა-ფშაველა მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ კაცობრიობის სოციალური პროგრესის არნახული შესაძბელობა გადაუშალა, მაგრამ ამავე დროს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გარემოზე ანთროპეგენურმა გავლენამ ბოლო დროს ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სიცოცხლე საბედისწერო კატასტროფის წინაშე დადგა. დაავადებათა ოთხომც პროცენტზე მეტი(პათოლოგიური მშობიარობა, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დარღვევები და ა.შ.) ეკოლოგიური … Read more

ძველი და ახალი ატომი და ელემენტები
⚛️

ნივთიერება ანუ მატერია აგებულია რამოდენიმე ათეულ “ელემენტებიდან”, ელემენტი კი თავის მხრივ აგებულია უმცირესი ნაწილაკებისაგან “ატომებისგან” , რაც ნიშნავს “განუყოფელი”. დღეს ორივე ცნება შეცვლილია, დასახელება კი დარჩა. ამჟამად 92 ელემენტს ვიცნობთ (რკინა, ოქრო, გოგირდი, აზოტი) და ყოველი რთული ე.ი. არა “მარტივი” , არა “ელემენტარული” ნივთიერება ამ ელემენტების მრავალ და მრავალ კომბინაციას შეადგენს. ამ ელემენტების ატომების ამა … Read more