აინშტაინის რგოლები 🫧

🫧 ჯეიმს ვების პირველი გასაოცარი ფოტოები ივლისში გამოქვეყნდა, გადაღებულ კოსმოსურ მოზაიკებს ყველა მოუთმენლად ელოდა. სამეცნიერო საიტები “დატბორილია” არაერთი შთამბეჭდავი გამოსახულებით, მათ შორის სპირალური გალაქტიკებისა და ჩვენი მზის სისტემის აირის გიგანტის იუპიტერის. 🫧 ვების ტელესკოპმა იშვიათი ფენომენი დააფიქსირა, აინშტაინის რგოლები(ბეჭედი). ჩვენ ვხედავთ კაშკაშა სფეროს ვხედავთ, რომლის გარშემო შემოვლებულია ნათელი რგოლი, რომლის შუქმა ჩვენამდე მოსასვლელად დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წელი … Read more

ნიადაგის მორფოლოგია

ნიადაგი ფორმირდება დეადქანიდან ნიადაგწარმოქმნის პროცესის შედეგად. ნიადაგი იძენს რიგ მნიშვნელოვან თვისებას და ნიშანს, მასში ჩნდება ახალი ნივთიერება, რომელიც არ იყო ნიადაგწარმომქმნელ ქანში. ნიადაგი ნაწევრდება გენეზისურ ჰორიზონტებზე და იძენს მხოლოდ მისთვის დამახასითებელ გარეგნულანმორფოლოგიურ ნიშნებს. ამგვარად, ნიადაგი განსხვავდება ნიადაგწარმომქმნელიქანისგან არა მარტო ნაყოფიერებით, არამედ მორფოლოგიური ნიშნებითაც, რომლებითაც შეიძლება ნიადაგის განსხვავება ქანისგან, და აგრეთვე ერთი ნიადაგის –მეორისგან. მორფოლოგიური ნიშნებით … Read more

ეგზოპლანეტაზე ნახშირორჟანგის პირველი მკაფიო გამოვლენა

NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტის ატმოსფეროში აღმოაჩინეს ნახიშირორჟანგის პირველი კვალი და ფოტოც გადაიღეს. ეს არის ეგზოპლანეტა, ჩვენგან 700 სინათლის წლის მანძილზე დაშორებულ მზეს ეს პლანეტა გარს უვლის. ეგზოპლანეტა გაზის გიგანტის ტიპისაა. (ეგზოპლანეტა მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტა, რომელიც მოძრაობს სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო). ამ აღმოჩენის შედეგად მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ცნობები … Read more

კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამაპირობებელი ფაქტორები

ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება და გასული გეოლოგიური ეპოქების კლიმატის პერიოდულმა ცვლამ განაპირობეს კავკასიის ბიოლოგიური რესურსების მრავალფეროვნება. კავკასიის მცენარეული საფარის მრავალფეროვნებასა და სივრცობრივ განაწილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და ტერიტორიის პალეოგეოგრაფიული განვითარების ისტორია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია რეგიონის განედური მდებარეობა და ოროჰიდროგრაფიული ფაქტორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კავკასია მდებარეობს ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების მიჯნაზე. საზღვარი … Read more

ერთიანობა და მთლიანობა გეოგრაფიულ (ლანდშაფტურ) გარსში

ერთიანობა და მთლიანობა გეოგრაფიული გარსის ერთ-ერთი ის უმთავრესი კანონზომიერებათაგანია, რომელიც გამოვლინდება მისი ყველა კომპონენტის ისეთ ურთიერთკავშირსა და დამოკიდებულებაში, როდესაც ნებისმიერი მათგანის მცირეოდენი ცვლილებაც კი იწვევს მთელი გარსის ერთიანობის დარღვევას. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გეოგრაფიული გარსი არ არის კომპონენტთა მექანიკური ნაზავი, არამედ ესაა ხარისხობრივი და რაოდენობრივი სპეციფიური ნიშან-თვისებების მატარებელი სხეული, რომელიც ვითარდება ერთიანად და … Read more

იუპიტერის ახალი ფოტოები 🌪

🌪 გიგანტური ქარიშხლებით, ძლიერი ქარებით, ავრორათ, ექსტრემალური ტემპერატურისა და წნევის პირობებით იუპიტერი მართლაც გამორჩეული პლანეტაა მზის სისტემაში. ეს პლანეტა კოსმოსში უფრო მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე მზისაგან შთანთქავს. სით­ბოს გენერირება პლანეტის ნელი გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად ხდება. იუპიტერი არ აწარმოებს ენერგიას ბირთვული სინთეზის შედეგად, როგორც ეს მზეზე ხდება; მისი ზომები მცირეა და შინაგანი ტემპერატურაც საკმაოდ დაბალია ბირთვული … Read more

ჰენრიეტა სუონ ლივიტი 💫

💫 ადრე გვეგონა, რომ ირმის ნახტომი ერთადერთი გალაქტიკაა სამყაროში, მაგრამ ერთი მარტივი კანონით, ჰენრიეტა ლივიტმა სამუდამოდ შეცვალა ეს – და მას ტელესკოპიც კი არ დასჭირდა ამისთვის. 💫 ამერიკელი ასტრონომი ჰენრიეტა ლივიტი 1868 წლის 4 ივლისს დაიბადა, მასაჩუსეტის შტატში. ჰენრიეტამ 1892 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი რედკლიფის კოლეჯში,რომელსაც უწოდებდნენ ქალთა საუნივერსიტეტო განათლების საზოგადოებას. მისი კარიერა ჰარვარდის ობსერვატორიიდან დაიწყო, … Read more

წყლის შემცველობა ნავთობპროდუქტებში

ნავთობში შემავალი წყალი შეიძლება არსებობდეს სამი სახით: გახსნილი, დისპერგირებული და თავისუფალი. გახსნილი წყლის შემცველობა დამოკიდებულია, ძირითადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტის ქიმიურ შედგენილობასა და ტემპერატურაზე. ტემპერატურის გაზრდით წყლის ხსნადობა იზრდება ყველა ნახშირწყალბადში. წყლის მიმართ ყველაზე მაღალი ხსნადობისუნარი აქვს არომატულ ნახშირწყალბადებს. რაც უფრო მაღალია ნავთობში არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა, მით უფრო მაღალია მასში წყლის ხსნადობა. ტემპერატურის შემცირებისას წყლის ხსნადობა … Read more

ჰაბლის ჯადოსნური მოზაიკა ⚡️

⚡️ ორიონის ნისლეული მტვრისა და აირის დინამიური რეგიონი, სადაც ათასობით ვარსკვლავი წარმოიქმნება და არის დედამიწასთან მასიური ვარსკვლავთწარმოქმნის უახლოესი ნისლეული, რომელიც ღამის ცის მშვნებაა, სადაც უამრავი მნათობი წარმოიქმნება. ამ ფოტოზე ვხედავთ ვარსკვლავურ ქარებს, გაზის აირისგან შემდგარი სქელ ღრუბლებს და აირის სტრუქტურებს. მათი წარმოშობა უკავშირდება ვარსკვლავ IX Ori-ს. ⚡️ ობიექტს, რომელიც მატერიასთან ურთიერთქმედებისას გაჩნდა უწოდებენ HH 505. … Read more

მარია მიტჩელი ☄️

☄️ 1818 წლის 1 აგვისტოს ნანტაკეტში, მასაჩუსეტის შტატში მარია მიტჩელი დაიბადა. მარიას ჰყავდა ცხრა და-ძმა და იმ საზოგადოების ნაწილი იყო, სადაც ქალების უფლებების დაცვას მხარს უჭერდნენ. მიტჩელის მშობლები აფასებდნენ განათლებას და დაჟინებით მოითხოვდნენ და ფიქრობდნენ რომ ქალებს ისევე ჰქონდათ განათლების მიღების უფლება, როგორც კაცებს. მარიას გაუმართლა,რადგან მამამისი იყო მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა თავის შვილს მათემატიკისა … Read more