ასტრონომიის კავშირი ცოდნის სხვა დარგებთან

ქიმია ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერება, რომელიც დედამიწის ცივილიზაციის არსებობის საფუძველია. მან ახსნა ბუნებაში არსებული მატერიის აგებულების საფუძვლები (მენდელეევის ცხრილი) და შექმნა ხელოვნურ ნივთიერებათა წარმოუდგენელ რაოდენობა. ასტროქიმიის შექმნის შემდეგ კოსმოსის ქიმიური შემადგენლობის შესწავლა დაიწყეს მეცნიერებმა. რომ არა მეცნიერების ეს დარგი, ადაიანისთვის მარად უცნობი დარჩებოდა ციურ სხეულთა ქიმიური შემადგენლობა. დღეს მეცნიერებმა მიაგნეს ახალი ტიპის ენერგიას- “ბნელ ენერგიას”. „ფარული … Read more

მზის ქარის იალქანი ☀

მზის ქარი არის ქარი, რომელიც მზისგან მოედინება. წარმოადგენს მზის მიერ გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების პროტონების, ელექტრონებისა და პლაზმის ნაკადს.მზის ქარი წარმოუდგენლად სწრაფად მოძრაობს, იმდენად სწრაფად, რომ შეუძლია გაიაროს მთელი მზის სისტემა, ანუ დაახლოებით ერთი სინათლის წლის მანძილი და წარმოქმნას ჰელიოსფერო. მისი ნაწილაკები სახიფათოა ასტრონავტებისა და კოსმოსური ხომალდებისთვის. მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი შთანთქავს და ამ … Read more

ჰიმნი

მე ვარ მახვილი, ალი ვარ ცეცხლის! გზას გინათებდით უკუნ ღამეში და როდესაც ბრძოლა დაიწყო ვით მეწინავე წინ გავიჭერი, ძმადნაფიცების გვამებს ვხედავ ჩემ წინ, ჩემ გვერდით, ჩემ ირგვლივ. ჩვენ გავიმარჯვეთ! ჩვენ გავიმარჯვეთ, მეგობრებს კი სძინავთ, სძინავთ მარადი ძილით. ტრიუმფტორთა ომახიან ხმებს ქორალი ერთვის – პარაკლისია მიცვალებულთა, მაგრამ სალხენად ან გლოვისთვის ჩვენ არ გვცალია. კვლავ მოგვიწოდებს საყვირის … Read more

ჯეიმს ვების ახალი ფოტო-ურანის რგოლები

2022 წელს ჯეიმს ვების ტელესკოპმა პლანეტა ურანის განსაცვიფრებელი ფოტო გადაიღო. სურათზე ვხედავთ პლანეტა გიგანტის დრამატულ რგოლებს და ასევე ატმოსფეროს სინათლეს. Webb-ის მონაცემები აჩვენებს ობსერვატორიის უპრეცედენტო მგრძნობელობას ყველაზე სუსტი მტვრიანი რგოლების მიმართ, რომლებიც აქამდე გადაუღიათ მხოლოდ ორ სხვა ობიექტს: კოსმოსური ხომალდ Voyager 2, 1986 წელს, როდესაც მან ურანს გადაუფრინა. ურანი უნიკალური პლანეტაა, იგი რიგით მეშვიდეა მზიდან, … Read more

ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა🥀

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა დიმიტრი მენდელეევმა 1869 წლის 1 მარტს აღმოაჩინა. ამ დროისთვის ცნობილი იყო მხოლოდ 63 ქიმიური ელემენტი(დღეს 118 ელემენტია ვიცით). რა თქმა უნდა ეს არ იყო პირველი მცდელობა, რომ ამ 63 ელემენტის კლასიფიკაცია მომხდარიყო, მეცნიერები ცდილობდნენ რაღაცა ნიშნით ელემენტების დაჯგუფებას, ეძებდნენ კანონზომიერებებს მათ თვისებებს შორის. ქიმიური ელემენტების სისტემატიზაციის ცდები (მსგავსი ქიმიური თვისებების მიხედვით) … Read more

ნიკოლაი კოპერნიკი🪷

II საუკუნეში ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პტოლემეუსი ამტკიცებდა, რომ იმხნად ცნობილი პლანეტები: მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ. ეს იყო გეოცენტრული სისტემა. ცამეტი საუკუნის შემდეგ კოპერნიკმა პტოლემეუსის თეორია გააბათილა. კოპერნის წარმოდგენით მზე სამყაროს ღერძია, ხოლო მის გარშემო პლანეტები მოძრაობდნენ. დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ მზე არის ცენტრი მზის სისტემისა, რომელიც გიგანტურ ვარსკვლავურ სისტემაში-ირმის … Read more

ფარდობითობის ზოგადი თეორიის ელემენტები

ფარდობითობის სპეციალური თეორიის წარმოშობა განაპირობა იმ სიღრმისეულმა პრობლემებმა, რომლებიც XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ელექტრომაგნიტური ველის მაქველის თეორიამ წამოჭრა. პრობლემატიკის გადაწყვეტაში სხვადასხვა მეცნიერმა შეიტანა ფუძემდებელი წვლილი. უპირველესად უნდა დავასახელოთ მეცნიერები ლორენცი და პუანკარე, მაგრამ ფიზიკურად დასრულებული და განსხვავებული გადაჭრა აინშტაინს ეკუთვნის-ფარდობითობის სპეციალური თეორია(1905 წ.). სპეციალური თეორიის აინშტაინისეული განზოგადების არც ექსპერიმენტული, არც თეორიული მინიშნება არ არსებობდა. … Read more

პლანეტების აღლუმი მარტის ბოლო დღეებში 🪐

მარტის ბოლო დღეებში პლანეტების აღლუმი გაიმართება ✨ 💫 იუპიტერი, მერკური, ვენერა, ურანი და მარსი 25 მარტიდან 30 მარტამდე მთვარის გვერდით რკალის ფორმით დაეწყობიან. იუპიტერი შეიძლება ჩაიძიროს მზის სინათლეში, ამიტომ მისი დანახვა 28 მარტამდეა შესაძლებელი. ☀️ ✨ ხუთივე პლანეტის დანახვა შესაძლებელია ერთ ღამეში, მთავარია ზუსტი დრო, ბნელი ცა და ჰორიზონტის ნათელი ხედი. 💫 ზოგიერთი პლანეტის დანახვა … Read more

ბალბის სამუკრნალო თვისებები🌸

ბალბა ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში-ჩიტპურას, ხევსურეთში-აბაზას, მესხეთ ჯავახეთში-კორკოტინას, რაჭაში-მელოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი. ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით, 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, … Read more

დღევანდელი ჩვენი არხიტექტურა

თანამედროვე ხელოვნების უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნების შინაარსი, სინამდვილედან იქნეს აღმოცენებული და მიეცეს მას რაციონალური მიმართულება. ამ ამოცანათა წამოყენება და მათი გადაჭრა დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს თანამედროვე ხელოვნებისა.ხელოვნების შინაარსის სათანადო შეგნება ჩვენ გვიკარნახებს, რომ შეუძლებელია ხელოვნება იქნეს სინამდვილედ, თუ ის არ გამოსახავს აქტუალობას, თუ ის არ შეეფერება თანამედროვე ცხოვრების საჭიროებას. განყენებულად არსებული ხელოვნების ფორმები … Read more