რადონი და ეკოლოგია

რადიოაქტივობის კონტროლი ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. თანამედროვე პირობებში კაცობრიობა რადიაციულ გარემოში ცხოვრობს. ამ რადიაციული ფონის შექმნაში დომინირებს ბუნებრივი წყაროები: კოსმოსური სხივები, ქანების გამოსხივება და რადონის დაშლის პროდუქტები. ხელოვნური წყაროების წვლილი ნორმალურ პირობებში შედარებით მცირეა, რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა ისეთი გლობალური კატასტროფა, როგორიც ჩერნობილში მოხდა 1986 წელს.ატომი ჩვეულებრივი მატერიის შემადგენელი უმცირესი ერთეულია, რომელიც … Read more

მეცნიერება შენს ხელთაა

სახალისო ექსპერიმენტები ვულკანი რა მოხდა? ნარევი აქაფდა და “ლავა” ამოიფრქვა შენი ვულკანიდან. რატომ? სოდა რეაქციაში შევიდა ძმართან და წარმოიქმნა აირი-ნახშირბადის დიოქსიდი. აირს დასჭირდა დიდი სივრცე, ბოთლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ზემოთ ამოვიდა. რა თქმა უნდა, თან წამოიღო ძმრისა და სოდის ნარევიც. ვულკანის ამოფრქვევის დროს მისი გახსნილი ყელიდან, რომელსაც კრატერს უწოდებენ, სხვადასხვა ელემენტები ამოდის. ეს შეიძლება … Read more

სატურნი🪐

სატურნი თავისი უჩვეულო სახით, დიდი ხანია ასტრონომების ყურადღებას იპყრობს. შებრტყელებულ სფეროზე „ჩამოცმულია“ კაშკაშა, ძალიან დიდი რგოლი. დედამიწისა და სატურნის ურთიერთგანლაგებაზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩანს ეს რგოლი. კუთხე რგოლის სიბრტყესა და დედამიწისკენ მიმართულებას შორის 00–დან 280-მდე იცვლება. პირველ შემთხვევაში ის თითქმის არ ჩანს, რადგან სწორ წრფედ იქცევა. როგორც ჩანს, სატურნის რგოლს პირველი გალილეო აკვირდებოდა. იმის გამო, … Read more

შეგრძნებების ქიმია(სურნელის ქიმია)

ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს გარე სამყაროსა და ადამიანის ცნობიერებას შორის. ოსმოფორები – მოლეკულებია, რომელთაც აქვთ დამახასიათებელი სუნი და შემდეგი თვისებები: აქროლადობა, წყალში ცუდად იხსნებიან, კარგად იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში. სუნის როლი ბუნებაში გადამწყვეტ როლს მწერების მოზიდვაში, რომლებიც მცენარეების დამტვერვას ახდენენ, ყველაზე ხშირად ყვავილების სურნელი ასრულებს. საფუძვლიანია ვარაული, რომ სურნელი წარმოადგენს უფრო უძველეს ატრაქტანტს, ვიდრე … Read more

კვანტური ქაფი

“ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელი ქმნის” ლაო-ძი რა იმალება “არაფრის” მიღმა? – ყველაზე ფანტასტიკური დასკვნები სიმართლე აღმოჩნდა “არაფრის” კონცეფცია უკვე ათასწლეულების მანძილზე აქტიურად განიხილება მეცნიერების და ფილოსოფოსების მიერ. მაგრამ რამდენად რეალურია მისი არსებობა? რა დგას “არარას” მიღმა? უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არაფრის” არსებობა რეალურად ილუზიაა. “არაფერი, … Read more

იოანე პეტრიწი, “ვეფხისტყაოსანი” და ანტონ I-ის სკოლა

იოანე პეტრიწის ენისა და მაღალმხატვრული სტილის გავლენას განიცდიან მისი თანამედროვე და მომდევნო თაობები: პეტრე გელათელი-იოანე სინელის “სათნოებათა კიბის” ერთ-ერთი მთარგმნელი. ავტორი დავით აღმაშენებლის ისტორიისა, ზოგიერთის მიერ იოანე პეტრიწად მიჩნეული, მისი ენისა და სტილის მსგავსების გამო”. თამარის ეპოქის მიღწევები-ნიკოლოზ გულაბერისძე, არსენ ბულმაისიმიძე, “ისტორიათა და “აზმათა”-ს ავტორი, პოეტი-მეხოტბეები-ჩახრუხაძე და შავთელი. გელათის სკოლის ლიტერატურული სტილისა და იოანე პეტრიწის, … Read more

ბუნებრივ ნაერთთა ქიმია

ცოცხალი მატერიის შესწავლა მეცნიერების მრავალი დარგის ერთ-ერთი საინტერესო პრობლემათაგანია. უკანასკნელ წლებში კი უდიდესი მიღწევებია მოპოვებული ამ პრობლემის მოლეკულურ დონეზე კვლევისათვის, რაშიც უდავოა ქიმიის მეცნიერებისროლი.ცილის ბიოსინთეზი, მემკვიდრული ნიშნების გადაცემა, დაავადებათა მოლეკულური საფუძვლები, ცილებისა და ნუკლეინის მჟავების აგებულების დაგენა, ცოცხალ სისტემებში ენერგიის გადაცემა, ფერმენტების აღნაგობისა და მოქმედების მექანიზმების შესწავლა, აქტიურ ნივთიერებათა ტრანსპორტირება ორგანიზმებში, ლიპოპროტეიდული მემბრანების სტრუქტურისა და … Read more

მზის სისტემის ასაკი☀️

მზე მესამე თაობის ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც სხვა ვარსკვლავის აფეთქების შედეგად მიღებული ვარსკვლავის მტვრისა და გაზის ნისლეულისგან წარმოიქმნა. მზე და მისი სისტემა 4, 6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ისტორიაბევრად უფრო ადრე, 6 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მეორე თაობის გიგანტური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად.თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო, ზუსტად უცნობია. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 13, 7 … Read more

გელათის მოზაიკა, როგორც კედლის მხატვრობის მოწინავე ძეგლი

XII საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კედლის მხატვრობის ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გელათის მოზაიკას, რომელიც დაცულია მთავრი ტაძრის კონქში და თარიღდება ზუსტად 1125-1130 წლებით. მოზაიკური მხატვრობა, ქართული ხელოვნების ტრადიციის მიხედვით, საკურთხევლის კონქს ამკობს. ტაძრის დანარჩენი ნაწილი თავდაპირველად მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომელთა დიდი ნაწილი განახლებული ყოფილა სხვადასხვა დროს. ტაძრის დასავლეთ ნარტექსში დარჩენილია ტაძრის აგების დროინდელი ფრესკული … Read more

ცა. ცის სფერო. მთავარი წერტილები და წრეწირები ცის სფეროზე🔮

ჰორიზონტი. ასტრონომიული ობიექტებისა და მოვლენების შესწავლა-კვლევის საფიძველსა და პირველსაწყისს დაკვირვება ანუ დამზერა წარმოადგენს. ასტრონომიული მეცნიერების ჩასახვა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანი გარემოსა და ცას დააკვირდა. ჩვენც გარემოს დაკვირვებით დავიწყოთ ასტრონომიის შესწავლა, ამისთვის უკეთესია გავიდეთ გაშლილ ადგილას-ტრიალ მინდორზე, რათა ხელს არ გვიშლიდეს ახალო ამართული მაღალი ნაგებობანი ან მთები, თუმცა მაღალი შენობის სახურავიც გამოგვადგება, როგორც ადგილი ამგვარი დაკვირვებისათვის. … Read more