***
რა დიდია ზრახვა, რა დიდია ფიქრი, შენ კი რა ხარ?-ქვა ხარ, ფიქრი კი კვლავ მიქრის. რა ღრმა არის სევდა, რა მწველია გრძნობა.. რატომ დამებედა გულისთქმის დათმობა? ბუ გაჰკივის ხევში, ქარი ძეწნას წნელავს, მივალ უკუნეთში, მხოლოდ სული ელავს. ავტორი: ილო ბეროშვილი 1985 წელი