ბალბის სამუკრნალო თვისებები🌸
ბალბა ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში-ჩიტპურას, ხევსურეთში-აბაზას, მესხეთ ჯავახეთში-კორკოტინას, რაჭაში-მელოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი. ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით, 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, … Read more