თანავარსკვლავედი 🌟 ჩრდილოეთის გვირგვინი 🌟

🌟მენახირის მახლობლად ციმციმებს პატარა თანავარსკვლავედი ჩრდილოეთის გვირგვინი. ასე უწოდა ჯერ კიდევ პტოლემეოსმა სამხრეთის ცის ანალოგიური ხომლისაგან გამოსარჩევად. არაბები ამ უმშვენიერეს თანავარსკვლავედს “ღარიბის ჯამს” და “ბრძენკაცის თეფშს ეძახდნენ”. შემდეგ კი თანავარსკვლავედი გარკვეულ მრგვალ ჩარჩოში მოხვდა, რადგან ალ-სუფიმ მის გარშემო ორი უბრალო წრეწირი შემოავლო, მათ შორის კი ვაზისებური ხლართულიორნამენტი ჩახატა. 🌟 ცაზე ჩანს თებერვლიდან შემოდგომამდე. შეუიარაღებელი თვალით … Read more

დედამიწის კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები

1950 წლის 23 მარტს შეიქმნა მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც 163 სახელმწიფოს აერთიანებს და მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებს კლიმატოლოგიის დარგში. ამ ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მსოფლიოს კლიმატური პრობლემის შესწავლა: რა გველოდება ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებთ, ბუნების როგორი სიურპრიზებისთვის უნდა ვიყოთ მზად მომავალში? წარსულში ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური ანომალიები მთელ რიგ სახელმწიფოებს და ხალხებს კატასტროფების წინაშე აყენებდა. დღეისაც … Read more

ნეიტრინოს დაბადება

ნეიტრინო თავდაპირველად ექსპერიმენტულად არ აღმოუჩენიათ. იგი “გამოიგონა” შვეიცარიელმა ფიზიკოსმა პაულიმ, რადიოაქტიური დაშლის პროცესების კვლევისას. რადიოაქტიური დაშლა ეს ის პროცესია, რომლის ზემოქმედებითაც 1896 წელს გაშავდა ფოტოგრაფიული გამომჟღავნების შემდეგ ბეკერელის მიერ საგულდაგულოდ შეფუთული ფოტოფირფიტა. სწორედ ამ მოვლენამ დააყენა კაცობრიობა ატომური სამყაროს შეცნობის გზაზე. როგორც შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რადიოაქტიური დაშლისას მოცემული შედგენილობის ნივთიერებაში მიმდინარეობს ატომის ბირთვთა განუწყვეტელი დაშლა … Read more

🌜მთვარის მოძრაობა🌛

უმთვარო ღამეში ბევრი ვარსკვლავი ჩანს, ხოლო სავსე მთვარის დროს მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავებს ვხედავთ. ამიტომ ცაზე დაკვირკვების დროს აუცილებელია მთვარესაც ანგარიში გაეწიოს. მთვარე მზის შემდეგ ყველაზე უფრო თვალსაჩინო მნათობია. იგი მუდამ იცვლის თავის ფორმას და სიკაშკაშეს. ახალი მთვარე პირველად ჩნდება საღამოს, ვიწრო ნამგლის სახით. მომდევნო დღეებში იგი უფრო და უფრო დიდია და უფრო გვიან ჩადის. თხუტმეტ … Read more

“უძრავი” ვარსკვლავები დიდი სიჩქარით და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ სამყაროს სივრცეში

თითოეული ვარსკვლავი უცვლელი სხეული კი არ არის, არამედ მარად მოძრაობა-განვითარებაში იმყოფება და სახეცვლილებას განიცდის. თითოეული ვარსკვლავი გადის თავის ხანგრძლივ სასიცოცხლო გზას, მაგრამ ერთად აღებული, ე.ი. ვარსკვლავთა ჯგუფები ანუ სისტემები, აგრეთვე მარადიულ მოძრაობას განიცდიან და ამ მოძრაობაში თითოეულ ვარსკვლავს თავისი ხვედრი სიჩქარე და მიმართულება აქვს. ვარსკვლავთა სიჩქარე საერთოდ რამდენიმე ათეულ კილომეტრს უდრის წამში. მაგრამ გხვდება ისეთი … Read more

პოლუსის მიდამო 💫

პოლუსის მიდამო ეწოდება იმ არეს, რომელიც ჩრდილოეთის პოლუსიდან 40°-ის ფარგლებში იმყოფება. ამ არეში მოთავსებული ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები მუდამ ჰორიზონტის ზემოთ არის და მათი დანახვა ყოველ ღამე შესაძლებელია, თუ ცა მოწმენდილია. მათი ორივე კულმინაცია ხდება ზენიტიდან ჩრდილოეთით. პოლუსის მიდამოში შედის: დიდი დათვის, პატარა დათვის, კასიოპეას, გველეშაპის, ცეფეისა და ჟირაფის თანავარსკვლავედები. ასევე, პერსეის, გედისა და ხვლიკის თანავარსკვლავედების … Read more

დასავლეთ საქართველოს რაიონებში ჰიდროთერმული კოეფიციენტის განსაზღვრა ფიონის დროს

დასავლეთ საქართველო ხასიათდება მაღალი სინოტივით, მაგრამ თბილი და მშრალი აღმოსავლეთის ქარების-ფიონების გამო სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავეგეტაციო პერიოდში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც აღნიშნულია დიდი სიმშრალე. იმ მიზნით, რომ დაგვედგინა ფიონური ქარების ზეგავლენა სინოტივის ბალანსის შემცირებაზე, გამოვიანგარიშეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონისათვის 20 წლის მონაცემების საფუძველზე. ამისთვის გამოვიყენეთ ჰიდროთერმული კოეფიციენტის ფორმულა, რომელიც იძლევა შესწორებას ქარზე, ვინაიდან დასავლეთ … Read more

რძის გზა 🌬 ირმის ნახტომი 🌌

🌌 ირმის ნახტომი წარმოადგენს მოთეთრო ზოლს, რომელიც უვლის მთელ ცას, მას ასევე უწოდებენ რძის გზას, ანუ რძის წრეს. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს ზოლი ცაზე წარმოიშვა ქალღმერთ იუნონას დაღვრილი რძით, როცა მას სწოვდა პატარა ჰერკულესი და წამით მოშორდა დედის მკერდს. ეგვიპტელები თვლიდნენ მას ღმერთების ბინაში მიმავალ ეთერულ გზად. ირმის ნახტომს, იეროსალიმის გზას, ან კიდევ დევის ნამუხლარს … Read more

✨შემოდგომის თანავარსკვლავედები🍂

🍂 შემოდგომის თანავარსკვლავედები ეწოდებათ ისეთ თანავარსკვლავედებს, რომლებიც შემოდგომის საღამოს ხანს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეზე იმყოფება. აქ შედის მერანის, ანდრომედას, პერსეის, ვერძის, ვეშაპის და სხვა თანავარსკლავედები. ამ ჯგუფის მთავარი პუნქტია კასიოპეას თანავარსკვლავედი. შემოდგომაზე, საღამო ხანს, კასიოპეა არის პოლუსის ზემოთ და მოძრაობს დასავლეთისკენ. ⭐️ მერანი პოლუსებიდან β კასიოპეაზე (კიდურა კაშკაშა ვარსკვლავზე) რომ გავაგრძელოთ სვლა მიგვიყვანს მეორე სიდიდის … Read more

წყალსაცავები: რას გვაძლევს, რას გვართმევს

ატმოსფერული ნალექების და მათთან დაკავშირებული წყლის ჩამონადენის გამო ჩვენი მდინარეები ხშირად წყალმცირენი არიან და მოსახლეობის ყოველგვარ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ. წყლის ჩამონადენის უთანაბრობის შესამცირებლად (ან გასათანაბრებლად) და წყლის მარაგის შესაქმნელად კაცობრიობა უხსოვარი დროიდან აშენებდა და ახლაც აშენებს წყალსაცავებს. წყალსაცავები სხვადასხვა დანიშნულებისაა. მას აშენებენ სამეურნეო, სასმელი წყლის მარაგის შექმნის, ენერგეტიკული, მელორაციული და სხვა მიზნით. სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის … Read more