ქალები და სექსიზმი

საუკუნეების განმავლობაში, ქალი მკვლევრები “მოხალისე” ფაკულტეტის წევრებად მუშაობდნენ, მათ მნიშვნელოვან აღმოჩენებს კი კაცები ისაკუთრებდნენ. ამასთან, მათ კვლევებისთვის მწირი სამუშაო რესურსები ჰქონდათ და თავდაუზოგავი შრომა სჭირდებოდათ.

დღეს მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა სექსიზმის ბევრ შემთხვევას ისევ ვაწყდებით.
წარმოგიდგენთ 6 მკვლევარ ქალს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს, მაგრამ მათი სახელები მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებაში იციან. მიზეზი კი ისაა, რომ ისინი ქალები არიან.

🌼 როზალინდ ფრანკლინი1920 წელს ლონდონში დაიბადა . ეს ქალბატონი იყო ბიოფიზიკოსი, რომელიც ასევე იკვლევდა დნმ-ს. რენტგენის სხვივების მეშვეობით მან პირველმა გადაუღო დნმ-ს ფოტო, რომელმაც ბიოლოგიისა და მედიცინის სფერო სრულიად შეცვალა. იგი მუშაობდა ჯონ რანდალის ლაბორატორიაში, სადაც შეხვდა მორის უილკინსონს, მეცნიერი იმ ჯგუფს, ხელმძღვანელობდა, რომელიც დნმ-ის სტრუქტურას იკვლედა. ამ პერიოდში დნმ-ის სტურქტურის განსაზღვრას ცდილობდნენ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები ფრენსის კრიკი და ჯეიმს უოტსონიც და ამ ფოტოს საშუალებით რომელიც როზალინდმა გადაუღო დნმ-ს, მათ შეძლეს სწორად განესაზღვრათ დნმ-ის სტრუქტურა.
Nature-ში 1953 წელს უოტსონსმა, კრიკმა და უილკინმა გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც საუბროდნენ დნმ-ზე. მიუხედავად იმისა, რომ როზალინდ ფრანკლინის მიერ გადაღებული ფოტო, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო დნმ-ის სტრუქტურის გასაშიფრად, აღიარება და ნობელის პრემია უოტსონს, კრიკსა და უილკინსს ხვდათ წილად. ფრანკლინი პრემიას ვერ მიიღებდა. ის გარდაიცვალა ოთხი წლით ადრე, სანამ უოტსონი, კრიკი და უილკინსი მიიღებდნენ პრიზს, თუმცა რანდალის ლაბორატორიაში მუშაობისას, უილკინსონმა ფრანკლინი მოიხსეინია არა კვლევის ავტორად, არამედ დამხარე ასისტენტად. ამიტომ ცოცხალიც რომც ყოფილიყო, მაინც შეუმჩნეველი იქნებოდა.
ის არ იყო პირველი ქალი, რომელმაც გადაიტანა შეურაცხყოფა მეცნიერების სამყაროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ, მაგრამ ფრანკლინის შემთხვევა განსაკუთრებით საგანგაშოა, აღნიშნა რუთ ლევინ საიმმა, ქიმიის პროფესორმა, რომელიც წერდა ქალების როლზე მეცნიერებაში.

💐 1943 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაბადებულმა ჯოსელინ ბელ ბერნელმა 1967 წელს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის რადიო ასტრონომიის კურსდამთავრებულია ღმოაჩინა პულსარები,
პულსარები არის მასიური ვარსკვლავების ნარჩენები, რომლებიც გარდაიქმნენ ზეახალებად. მათი არსებობა ცხადყოფს, რომ ამ გიგანტების აფეთქების დროს ისინი უკვალოდ არ დაკარგულან და დატოვეს პატარა, წარმოუდგენლად მკვრივი, ღერძის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავები.

ბელ ბერნელმა რადიოტელესკოპიდან ქაღალდზე დაბეჭდილი მონაცემების გაანალიზებისას აღმოაჩინა განმეორებადი სიგნალები, რომლებიც ბრუნვის შედეგად წარმოიქმნებოდა. აღმოჩენის შემდეგ 1974 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ენტონი ჰიუშს- ბელ ბერნელის ხელმძღვანელს და და მარტინ რაილს, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტის რადიო ასტრონომს, ქალის მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი არავინ აღნიშნა. ამ ჩაგვრამ ბერ ბერნელისადმი სიმპათია გამოიწვია. მაშინ საზოგადოების წარმოდგეით, სამეცნიერო კვლევის უფროსი აცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ჰყავდა უამრავი ქალი “მსახური”, პირველი კურსის სტუდენტები, რომლებსაც მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინათ, რასაც მათი ხელმძღვანელი კაცი დაავალდებდა.

მიუხედავად სიმპათიებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენისა, ბერნელი მაინც ხდებოდა აკადემიაში გაბატონებული პოზიციების მსხვერპლი. ”მე ყოველთვის არ მქონდა მეცნიერული კვლევითი სამუშაოების ჩატარების საშუალება”, – აღნიშნავდა იგი. ბევრი თანამდებობა, რომელიც ასტროფიზიკოსს შესთავაზეს მის კარიერაში, იყო ორიენტირებული სწავლებაზე ან ადმინისტრაციულ საქმეზე და მენეჯმენტზე.
ძალიან რთული იყო ოჯახისა და კარიერის შეთავსება,” – , ნაწილობრივ იმის გამო, რომ უნივერსიტეტში, სადაც ის მუშაობდა ორსულობის დროს, არ ჰქონდა დეკრეტული შვებულება. ამის შემდეგ ბერნელი გახდა ქალი მეცნიერების “მფარველი”. ბელ ბერნელს სურს სისტემური დამოკიდებულების შექმნა, რომლითაც მკვლევარი ქალების რაოდენობას გაზრდის. იგი 2013 წელს ხელმძღვანელობდა ედინბურგის სამეფო საზოგადოების სამუშაო ჯგუფს, რომელსაც უნდა მოეძია სტრატეგიები, რომელიც გაზრდიდა ქალების რაოდენობას ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროში.

🪷 მიკრობიოლოგი ესთერ ლედერბერგი 1922 წელს ბრონქსში დაიბადა. 1951 წელს ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობის დროს მან აღმოაჩინა ვირუსი, რომელიც აინფიცირებს ბაქტერიას – ლამბდა ბაქტერიოფაგს. ეს იყო საფუძველი მომავალი აღმოჩენებისთვის ბაქტერიების გენეტიკური მემკვიდრეობის, გენების რეგულაციისა და გენეტიკური რეკომბინაციის სფეროებში.

ლედერბერგმა, პირველ მეუღლესთან ჯოშუა ლედერბერგთან ერთად, შეიმუშავა მარტივი გზა ბაქტერიების კოლონიების ერთი პეტრიდან მეორეში გადატანის, სახელწოდებით „პარალელური გათესვა”, რამაც საშუალება მისცა შეესწავლა ანტიბიოტიკების წინააღმდეგობა(გამძლეობა). ლედერბერგის მეთოდი დღესაც გამოიყენება.
1958 წელს მედიცინა/ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრიზი კი მიენიჭა ჯოშუა ლედერბერგს, რომელმაც პრემია ჯორჯ ბიდლთან და ედვარდ ტატუმთან გაიყო. (ჯოშუა ლედერბერგის ასევე მუშაობდა პარალელურ გათესვაზე).

„ესთერ ლედერბერგი აღიარებას იმსახურებდა ლამბდა-ფაგის აღმოჩენის, F ნაყოფიერების ფაქტორზე მუშაობისა და განსაკუთრებით პარალელური გათესვის გამო, მაგრამ მან ვერ მიიღო იგი.”, აღნიშნა სტენფორდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტენლი ფალკოვიმ, 2006 წელს ესთერის დაკრძალვაზე. ლედერბერგს ასევე არ ეპყრობოდნენ სამართლიანად მისი აკადემიური მოსწრების შესაბამისად სტენფორდში, დასძინა ფალკოვმა, ლედერბერგ, მას უნდა მიენიჭებინა სრული პროფესორის წოდება, თუმცა ის მარტო არ იყო. იმ პერიოდში აკადემიაში ქალებს ცუდად ეპყრობოდნენ“.

🌾 ჩიენ-შიუნგ ვუ დაიბადა 1912 წელს ჩინეთში, ლიუ ჰოში, ჩიენ-შიუნგ ვუმ დაამხო ფიზიკის ერთ-ერთი კანონი და მონაწილეობა მიიღო ატომური ბომბის შემუშავებაში. ვუ აიყვანეს კოლუმბიის უნივერსიტეტში 1940-იან წლებში მანჰეტენის პროექტის ფარგლებში და ჩაატარა კვლევა რადიაციის გამოვლენისა და ურანის გამდიდრების შესახებ. ის ომის შემდეგ დარჩა შეერთებულ შტატებში და ცნობილი გახდა, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი.

1950-იანი წლებში ორმა თეორიულმა ფიზიკოსმა, ცუნგ-დაო ლიმ და ჩენ ნინგ იანგიმ, მიმართეს ვუს დახმარებისთვის( სივრცული სისწორის კანონის სიმცდარის დამტკიცებაში). კანონი ამტკიცებს, რომ კვანტურ მექანიკაში ორი ფიზიკური სისტემა-მაგალითად ატომები, რომლებსაც ერთმანეთისადმი სარკული პოზიცია უჭირავთ, იდენტურად იქცევიან. ვუს ექსპერიმენტებმა, რომელშიც გამოყენებული იყო კობალტ-60, მეტალის რადიოაქტიური ფორმა, უგულებელყო ეს კანონი, რომელიც 30 წელი მართებულად ითვლებოდა. ამ მნიშვნელოვან წინ გადადგმულმ ნაბიჯს ფიზიკაში მოჰყვა 1957 წლის ნობელის პრემიით დაჯილდოვება, რომელიც იანგისა და ლისთს გადაეცა, მეცნიერი ქალი კი კვლავ აღიარების გარეშე დარჩა, რომელის ნაშრომიც გადამწყვეტი იყო. ვუ გარდაიცვალა ინსულტით 1997 წელს ნიუ-იორკში.

🌸 ნეტი სტივენსმა ჩაატარა კვლევები, რომლებიც გადამწყვეტი იყო იმის დასადგენად, რომ ორგანიზმის სქესი ნაკარნახევი იყო მისი ქრომოსომებით და არა გარემო ან სხვა ფაქტორებით. პენსილვანიის Bryn Mawr College-ში დოქტორის მიღების შემდეგ, სტივენსმა სწავლა კოლეჯში განაგრძო, რომელიც სწავლობდა სქესის განსაზღვრას. ჭიებზე დაკვირვებით, მან დაასკვნა, რომ მამრობითი სქესის სპერმა შეიცავდა და Y ქრომოსომას. ქალების რეპროდუქციულ უჯრედებში კი მხოლოდ X ქრომოსომები იყო. ეს თეორია ამტკიცებდა, რომ სქესის განსაზღვრა ორგანიზმის გენეტიკაზე იყო დამოკიდებული. ედმუნდ უილსონმა, მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა, მაგრამ იმავე დასკვნამდე უფრო გვიან მივიდა, ვიდრე სტივენსი. სტივენსი გახდა მსხვერპლი, რომელიც ცნობილია როგორც “მატილდას ეფექტი” -რეპრესია ან უარყოფა ქალი მკვლევარების წვლილის მეცნიერებაში.

„იმ პერიოდის ცნობილ გენეტიკოსს, თომას ჰანტ მორგანს, ხშირად მიაწერენ სქესის განსაზღვრის გენეტიკური საფუძვლის აღმოჩენას. მან პირველმა დაწერა გენეტიკის სახელმძღვანელო და სურდა, თავისი მიღწევები გაეზვიადებინა”, აღნიშნავდა ლაურა ჰუპსი, ბიოლოგიის პროფესორი.

„სახელმძღვანელოებს ახასიათებდათ საშინელი ტენდენცია, გამოეყენებინათ იგივე მონაცემები, რაც სხვა სახელმძღვანელოებში იყო.” ამიტომ მეცნიერი ქალის სახელი სქესის განსაზღვრის აღმოჩენასთან დაკავშირებული არ გამხდარა.

მორგანი სტივენსის წინაშე ვალში იყო. ის იმ პერიოდში სხვა მეცნიერებს უზიარებდა თავის თეორიებზე, მაგრამ ნეტ სტივენსს პირად მიმოწერაში სთხოვდა, რომ ექსპერიმენტებიდან მოპოვებული ინფორმაციის დეტალები გაემხილა მისთვის. სტივენსის გარდაცვალების (მკერდის კიბოთი 1912 წელს) შემდეგ მორგანი ჟურნალ Science-ში წერდა მეცნიერი ქალი შესახებ და უტიფრად ამბობდა, რომ, სტივენსს არ ჰქონდა ფართო მეცნიერული ხედვა.

🪴 1878 წელს ვენაში, ავსტრიაში დაბადებული ლიზა მეიტნერის ნაშრომმა,ბირთვულ ფიზიკაში საფუძველი ჩაუყარა ატომის დაშლის აღმოჩენას -მოვლენის, რომლის დროსაც ატომის ბირთვი ორ ნაწილად იყოფა. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ატომური ბომბის შექმნას. 1938 წლის 10 ნოემბერს ოტო ჰანის ლექციაზე ლიზა მაიტნერი, ნილს ბორი და ოტო ფრიში ერთმანეთს შეხვდნენ. დეკემბერში, მეცნიერები რთულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ბერლინ-დალემის ლაბორატორიაში. შემონახული წერილების მიხედვით, ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ ბირთვული დაშლა ერთადერთი ახსნა იყო ურანის ბირთვის გახლეჩისა. საბოლოოდ კი ლიზა მაიტნერი და ფრიში პირველები იყვნენ პირველები რომლებმაც ჩამოაყალიბეს თეორია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ატომბირთვის მცირე ნაწილაკებად დაშლა: ურანის ნეიტრონებით ბომბარდირების დროს წარმოიქმნება ბარიუმი და კრიპტონი. ამ პროცესს კი თან ახლავს გარკვეული რაოდენობის ნეიტრონების და უზარმაზარი ენერგიის გამოთავისუფლება. ასევე ისინი იყვენენ პირველები, ვინც, ეს საკითხი ალბერტ აინშტაინის ცნობილი განტოლებას E = mc2 დაუკავშირეს. ეს ფორმულა ამ საკითხს სრულყოფილად განმარტავდა. უძრაობის მასის კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის შედეგად გამოთავისუფლებული უზარმაზარი ენერგიის წყაროს. ფაქტობრივად ეს იყო აღმოჩენა, რომელმაც აინშტაინის განტოლება აამოქმედა და სამყარო სრულიად შეცვალა. ამ ქალბატონმა დაშალა ატომის ბირთვი, შედეგად კი დიდი რაოდენობის ენერგია წარმოიქმნა.

სამწუხაროდ ოტო ჰანმა ერთობლივი კვლევის შედეგები ისე გამოაქვეყნა, რომ მეიტნერი თანაავტორად არ მიუთითა. შესაბამისად 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში მხოლოდ ოტო ჰანს მიენიჭა. ეს იყო მეიტნერის შრომის უგულებელყოფა, რადგან მეცნიერი ქალის როლი ატომის გახლეჩვაში იყო უმნიშვნელოვანესი. ლიზა იყო ერთ-ერთი ქალი მეცნიერების ისტორიაში, რომელიც სექსიზმმა იმსხვერპლა და მისი შრომა სათანად არ დაფასდა.

წყარო:

https://www.nationalgeographic.com/culture/article/130519-women-scientists-overlooked-dna-history-science?fbclid=IwAR1FQn9comDu3h_vFV-rMVkJIyt0bZX2f2oyGRbfiA7I1DJTkYE9af3wuk0

https://gsouto-digitalteacher.blogspot.com/2020/07/schools-women-in-science-nettie-stevens.html

https://www.whatisbiotechnology.org/index.php/people/summary/Lederberg_Esther

https://wams.nyhistory.org/confidence-and-crises/world-war-ii/chien-shiung-wu/

https://www.atomicheritage.org/profile/lise-meitner

https://www.nature.com/scitable/topicpage/rosalind-franklin-a-crucial-contribution-6538012/

Leave a Comment