💡 ფიზიკის დარგში პრემია მიენიჭათ ნორმან რამზეის-სივრცულად მიმორიგებული მაოსცილირებელი ველების მეთოდისა(რომელსაც მოჰყვა ცეზიუმის ატომური საათების შექმნა) და წყალბადის მაზერის (სიხშირის მიხედვით ყველაზე უფრო სტაბილური ელექტრომაგნიტური რხევების წყარო)აღმოჩენისთვის. ჰანს დემელტსა და ვოლფგანგ პაულს -გარემოგსგან იზოლირებული ცალკეული იონების ელექტრომაგნიტურ ხაფანგში შეკავების მეთოდის შემუშავებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს საუკეთესო გადაწყვეტის პრეციზიული სპექტროსკოპია.

🌹 ნორმან რამზეი დაიბადა 1915 წელს. გარდაიცვალა 2011 4 ნოემბერს. მან თავისი კარიერის უმეტესი პერიოდიჰარვარდის უნივერსიტეტში გაატარა. ის იყო ფიზიკის პროფესორი. ნორმანს ასევე ეკავა რამდენიმე თანამდებობა ისეთ სამთავრობო და საერთაშორისო სააგენტოებში, როგორიცაა ნატო და შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისია. მისი ხელმძღვანელობით ასევე დაარსდა შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ბრუკჰავენის ეროვნული ლაბორატორია.
🌹 ჰანს დემელტი. გერმანელი მეცნიერი, რომელიც 1922 წელს დაიბადა ქალაქ ჰერცილში. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო გეტინგენში. 1979 წელს დემელტი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც გადაიღო ერთი ატომის პირველი ფოტო.
დემელტი გარდაიცვალა 2017 წლის 7 მარტს სიეტლში, ვაშინგტონი, 94 წლის ასაკში.
🌹 ვოლფანგ პაული დოქტორის ხარისხი მიიღო 1939 წელს გერმანიაში. 1952 წელს გახდა ექპერიმენტული ფიზიკის პროფესორი ბონის უნივერსიტეტში. 1921 წელს პაული გადავიდა გეტინგენში, სადაც იგი მუშაობდა მაქს ბორნთან ერთად. მეცნიერი დიდ ყურადღებას აქცევდა, ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. ვოლფგანგ პაულმა 1924 წელს ჩამოაყალიბა მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონი, რომელიც მეცნიერებაში “პაულის პრონციპითაა” ცნობილი.
🧪 ქიიმის დარგში პრემია მიენიჭათ თომას ჩეკსა და სიდნი ოლტმენს. რიბონუკლეინის მჟავების ფერმენტული აქტიური აღმოჩენისთვის.
🌹 თომას ჩეკი დაიბადა 1948 წელს ჩიკაგოში. ის სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე და დოქტორის ხარისხი მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტში.რამდენიმე წელი მუშაობდა მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1980 წელს კი გახდა კოლორადოს ქიმიისა და ბიოქიმიის განყოფილების პროფესორი და დღემდე ასწავლის. მან აღმოაჩინა, რომ რნმ-ს თავად შეეძლო რნმ-ის ჯაჭვების გაჭრა, რის საფუძველზეც ვარაუდობდა, რომ სიცოცხლე შესაძლოა რნმ-ის სახით დაწყებულიყო.


🌹 სიდნი ოლტმენი. დაიბადა 1939 წელს მონრეალში. დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ფილოსოფიის დოქტორი კოლორადოს უნივერსიტეტში მიიღო. შემდგომ წლებში კი იელსის უნივერსიტეტის ბიოლოგიის განყოფილების პროფესორი გახდა.
🧬 მედიცინის დარგში პრემია გაიყვეს ჯონ მაიკლ ბიშოპმა და ჰაროლდ ელიოტ ვარამუსმა. ინკოგენეზის უჯრედთა მექანიზმების ფუნდამენტური გამოკვლევისთვის.
🌹 ჯონ მაიკლ ბიშოპმა 1962 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1972 წელს კი გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორი.
🌹 ჰაროლდ ელიოტ ვარმუსი. 1962 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ხოლო 1966 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.


💫
წყარო:
https://www.nobelprize.org/prizes/medicine/1989/summary/