მნათობთა ფერის სიჭარბე და გაწითლება
ირმის ნახტომში სიკაშკაშეთა განაწილება არათანაბარია. მის ბევრ არეში ვარსკვლავთა რაოდენობა ფართის ერთეულზე გაანგარიშებით საშუალოზე გაცილებით მცირეა ან სულ არაა. ეს მიუთითებს სივრცის ამ უბნებში გაუმჭვირვალე ნივთიერების დიდი რაოდენობით არსებობაზე. რომელიც აეკრანირებს ამ უბნების მიღმა არსებულ ვარსკვლავებს ანუ ამახინჯებს ვარსკვლავთა რეალურ განაწილებას. ასეთი უბანია საყოველთაოდ ცნობილი ცხენის თავის ნისლეული და ბევრი სხვა (რამდენიმე ასეული). ეს ღრუბლები … Read more