მთვარისა და პლეადების შეხვედრა✨🌕

🌙✨ 6 ნოემბრის ღამეს ზეცაში უძველესი ციური შეხვედრა გაიმართება — მთვარე ელეგანტურად მიუახლოვდება პლეადების ლეგენდარულ ვარსკვლავთგროვას, რომელსაც „შვიდი და“(პლეადები) ეწოდება. ✨🔭 ეს ვარსკვლავები ათასწლეულებია შთააგონებენ კაცობრიობას — ისინი გვხვდებიან ბერძნულ მითებში, ასტრონომიულ ჩანაწერებში და მრავალი ხალხის პოეზიაში. დღეს კი კვლავ იბრწყინებენ ჩვენი კაშკაშა მთვარის გვერდით — ციური მითოლოგია ხელახლა გაიღვიძებს ღამის ცის ტილოზე. 🌟ეს იქნება … Read more

სიცოცხლის წარმოშობის ფიზიკურ-ქიმიური წინაპირობები

სიცოცხლე — კოსმოსის უსაზღვრო სიბნელეში იშვიათი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის ფენომენია. სამყაროს უსასრულო მასშტაბზე მხოლოდ სიცოცხლეა ის, რაც უნიკალურ ფორმით აერთიანებს მატერიასა და ცნობიერებას. სიცოცხლის უმარტივესი ნიშნები — ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი და გამრავლება — მხოლოდ ცოცხალ არსებებს ახასიათებთ, რაც მათ გამოყოფს არაორგანული ბუნების ყველა პროცესისგან. მთათწარმოშობა, ოკეანეთა ფორმირება თუ უდაბნოთა გაჩენა — გრანდიოზული, მაგრამ მექანიკური მოვლენებია, … Read more

„ქართულისა ენისა მზე“ ☀️

იოანე პეტრიწის შემოქმედებამ იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა შოთა რუსთაველის ფენომენს. 🌞პეტრიწი იყო ის სულიერი და გონებრივი ხიდი, რომელმაც ანტიკური სამყაროს ფილოსოფიური სინათლე შუასაუკუნეების ქართულ აზროვნებაში გადმოიტანა. სწორედ ამ სინთეზმა – ქრისტიანული სიბრძნისა და პლატონის იდეალიზმის შერწყმამ – შექმნა ის ბოძი, რომელზეც შემდეგ რუსთაველის კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი და სამყაროს ჰარმონიის შეგრძნება აიგო. „ვეფხისტყაოსანი“ სავსეა პეტრიწის მსოფლმხედველობით – იქ, … Read more

☄️როცა ცა იშლება სამ ხაზად

რამდენი კაშკაშა კუდი აქვს ლემონის კომეტას? — ორი.ფოტოზე თითქოს სამიც ჩანს, მაგრამ რატომ?მიზეზი ის არის, რომ ის ზიგზაგისებური ყავისფერი ზოლი სინამდვილეში კომეტა ლემონთან (C/2025 A6) სრულიად შემთხვევით გადაფარული მეტეორის კვამლოვანი ნაკვალევია. მეტეორის ნაკვალევი — ეს არის გახურებული გაზებისა და მტვრის ღრუბელი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში რჩება და რამდენიმე წამის განმავლობაში ნელა იფანტება მას შემდეგ, რაც მეტეორი … Read more

უხილავი შრომა, უკვდავი შუქი — ქალები ვარსკვლავების უკან 💫

1881 წელს ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორმა ედვარდ პიკერინგმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო — გაათავისუფლა მამაკაცი ასისტენტი და მის ადგილას საკუთარი მოსამსახურე, უილიამინა ფლემინგი დანიშნა. ფლემინგის სიზუსტემ და სიბეჯითემ გზა გაუხსნა სხვა ქალებსაც: მალე მის გარშემო ქალები შეიკრიბნენ, რომლებმაც ცა ხელახლა წაიკითხეს ეს ქალები საათში რამდენიმე ცენტს იღებდნენ და დღენიადაგ ფოტოფირფიტებზე მუშაობდნენ — ზომავდნენ, ითვლიდნენ, აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს. ისინი … Read more

💡 ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებები ჩვენს ირგვლივ

ფარდობითობის თეორია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეცნიერულ მიღწევად ითვლება. ალბერტ აინშტაინმა 1905-1915 წლებში შეიმუშავა ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიები, რომლებმაც ახსნა, როგორ მოქმედებენ საგნები დროსა და სივრცეში. ამ თეორიების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ისეთი ფენომენების წინასწარმეტყველება, როგორებიცაა შავი ხვრელების არსებობა, სინათლის გამრუდება გრავიტაციის ზემოქმედებით და პლანეტების განსაკუთრებული ქცევა ორბიტულ მოძრაობაში. ფარდობითობის თეორია ერთი შეხედვით მარტივად … Read more

🌺 დედამიწის ფერადი რევოლუცია

დედამიწის პირველი ტყეები და მინდვრები მილიონობით წლის განმავლობაში ყვავილების გარეშე არსებობდა. ხმელეთის მცენარეებმა მათი დიდი აღმასვლა დაახლოებით 465 მილიონი წლის წინ დაიწყეს. თავდაპირველად ისინი იყვნენ უმარტივესი ფორმები — ხავსები და ლიქენები, რომლებიც წყლის ახლოს იზრდებოდნენ და ჯერ კიდევ ძლიერ იყვნენ დაკავშირებულნი ტენიან გარემოსთან. მაგრამ დროთა განმავლობაში ბუნებამ უფრო რთული სტრუქტურები წარმოშვა: ფესვები, ღეროები და ფოთლები … Read more

ტექტონიკური ფილების დაბადება 🌋

მილიარდობით წლის განმავლობაში დედამიწა იყო ცეცხლოვანი ბურთი — გაუჩერებლად თბილი, დუღილის მსგავსად მოძრავი. მისი ზედაპირი ჯერ კიდევ არ იყო მყარი ქერქი — ის წვავდა, დნებოდა და ხელახლა მყარდებოდა, ქმნიდა გამდნარი ქანებისა და კრისტალიზებული მინერალების ცვალებად ფენებს. სწორედ ამ ქაოსიდან დაიბადა ჩვენი პლანეტის „სუნთქვის სისტემა“ — ტექტონიკური ფილები. დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ, როცა დედამიწა საკმარისად … Read more

სინათლის იალქანი🌞

მზის ქარი — ეს არის უხილავი სუნთქვა ვარსკვლავისა, რომელიც სივრცეში მიედინება.ის შედგება დამუხტული ნაწილაკების — პროტონების, ელექტრონებისა და პლაზმის უწყვეტი ნაკადისგან.ეს ნაწილაკები წარმოუდგენლად სწრაფად მიექანებიან სივრცეში — ისე სწრაფად, რომ მათ შეუძლიათ გაარღვიონ მზის სისტემა და შექმნან გიგანტური ენერგეტიკული ბუშტი, ჰელიოსფერო, რომელიც ჩვენს პლანეტას გალაქტიკური ქარებისგან იცავს. დედამიწას თავისი ჯადოსნური ფარი აქვს — მაგნიტური ველი.ის … Read more

კოსმოსური კოლონიზაციის პარადოქსი: ცოდნის წყარო თუ უთანასწორობის გაღრმავება?

დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, სადაც ბუნებრივად არსებობს სიცოცხლე, ჩვენი კოსმოსური სახლი, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. აქ არის ჰაერი, წყალი, მიწა, ცეცხლი.. დედამიწა ეკოსისტემათა რთული ქსელია, რომლის მსგავსიც ჩვენ ჯერ არსად გვინახავს. მისი გეოლოგიური ქერქი, ატმოსფერო და ოკეანეები ქმნიან დინამიკურ წონასწორობას, სადაც ქიმიური ელემენტები მარადიულ ციკლებში ბრუნავენ. სიცოცხლე დედამიწაზე შემთხვევით არ წარმოშობილა, მილიარდობით წლის … Read more