ცა. ცის სფერო. მთავარი წერტილები და წრეწირები ცის სფეროზე🔮
ჰორიზონტი. ასტრონომიული ობიექტებისა და მოვლენების შესწავლა-კვლევის საფიძველსა და პირველსაწყისს დაკვირვება ანუ დამზერა წარმოადგენს. ასტრონომიული მეცნიერების ჩასახვა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანი გარემოსა და ცას დააკვირდა. ჩვენც გარემოს დაკვირვებით დავიწყოთ ასტრონომიის შესწავლა, ამისთვის უკეთესია გავიდეთ გაშლილ ადგილას-ტრიალ მინდორზე, რათა ხელს არ გვიშლიდეს ახალო ამართული მაღალი ნაგებობანი ან მთები, თუმცა მაღალი შენობის სახურავიც გამოგვადგება, როგორც ადგილი ამგვარი დაკვირვებისათვის. … Read more