🌟

ეს კოსმიური კლდეები ვარსკვლავებმა შექმნეს. ვარსკვლავების ღია გროვა NGC 3324 თავისი დამანგრეველი ქარებით, მილიონობით წლები არსებობდა და კილის ნისლეულის ჩრდილოეთ ნაწილში ვარსკვლავთშორისი მტვრის მასებისგან ეს გასაოცარი მთები დაბადა. უაღრესად დეტალური სურათის ზედა ნაწილში, ამ ვარსკვლავებიდან რამდენიმე მკაფიოდ ჩანს, რომელიც ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპმა გადაიღო. ყველაზე მძლავრი ასტრონომიული ტელესკოპი, რაც კი ოდესმე ადამიანს გაუშვია.ვების ტელესკოპმა დაინახა … Read more

კუდიანი ვარსკვლავი ✨

კომეტა მტვრისა და ყინულის პატარა ნატეხია, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს. მზის სისტემაში მილიარდობით კომეტაა, მაგრამ მათი უმეტესობა დედამიწასთან ახლოს არასოდეს ხვდება. ყველაზე სახელგანთქმულია ჰალეის კომეტა, რომელიც ჩვენი პლანეტიდან ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩანს. ძველად, ადამიანი „კუდიანი ვარსკვლავის“ ხილვისას უბედურებას ელოდა და მუხლმოდრეკით ინანიებდა ცოდვებს, რომ ღვთის სასჯელი აეცილებინა. ლიხნში, ისტორიულ ზუფუში, არსებულ ტაძარში ფრესკული წარწერაა … Read more

131 წლის წინ ☄️

ოთხშაბათს, ამ თთვის 5, ღამის პირველ საათსა, 54 წუთსა და 32 წამზე ტფილისზე მეტეორმა გადაირა. მეტეორმა ჩრდილოეთისაკენ გადაირა და სოლოლაკის მთას მოეფარა. დამსხვრეულის ვარსკვლავის ნატეხი, კარგა მოზრდილი იყო და სანამ მთას მოეფარებოდა, ქალაქი ორი-სამი წამის განმავლობაში გაკაშაშებული იყო. ამ სინათლედან მთვარის შუქი სიბნელედ ეჩვენებოდა კაცს. წყარო: გაზეთი „ივერია“, 7 თებერვალი 1892 წელი

ნახშირის გამოყენება ძველ საქართველოში

სტატიაში აღწერილია ქართულ მონასტრებში გავრცელებული საინტერესო სამკურნალო წესი, რომელიც ნახშირის გამოყენებას ითვალისწინებდა. ეს ნივთიერება დიდი ხვედრითი ზედაპირის საშუალებით კუჭნაწლავში მოხვედრილი მომწამლავი ნივთიერებების ადსორბციას უზრუნველყოფს და ამით ორგანიზმზე მათი მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზებას ახდენს. ძველ ქართულ სამედიცინო თხზულებებში ძალზე დიდი ადგილი ეთმობა იმ სამკურნალწამლო საშუალებები დამზადებას,რომლებსაც წარმატებით იყენებდნენ სამკურნალო პრაქტიკაში. რეცეპტების მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ამ თხზულებებში პრაქტიკაში არსებულიწამლების … Read more

ასტრონომია შუა აზიაში (VII-XV სს.)

საინტერესო მოვლენამ იჩინა თავი V და მომდევნო საუკუნეებში, კაცობრიობის კულტურულ ცხოვრებაში ევროპაში, შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი პლანეტის ამ ომ უკანასკნელ რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ ადრინდელ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები თავისი კულტურული ცენტრებით, მეცნიერებამ იწყო განვითრება და დაწინაურება იმდენად, რომ შესამჩნევად გაასწრო ევროპულ სახელმწიფოებს. ჯერ კიდევ ახალ წელთაღრიცხვამდე შუა აზიაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმყოფი … Read more

მჟავა წვიმები

წვიმების და საერთოდ ატმოსფერული ნალექების მჟავიანობას (pH), ბუნებრივ პირობებში, მათში ჰიდროკარბონატ იონის და ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია განსაზღვრავს. წვიმების pH-ის მნიშვნელობა ტოლია : pH=6,21- lgCO2+lgHCO3-. (კომპონენტების კონცენტრაცია მგ/ლ-შია გამოსახული) ჩვეულებრივ, ატმოსფერული ნალექების pH 5,0-5,5 ფარგლებში მერყეობს. გამოხდილ წყალსაც კი სუსტი მჟავა რეაქცია აქვს (pH 5,6-5,7), რადგან მასში ატმოსფერული СО2 გახსნის შედეგად , წარმოიქმნება სუსტი ნახშირმჟავა СО2 … Read more

ქიმიური შინაარსის ერთი ძველი ქართული ხელნაწერის შესახებ

ყოველი ხალხის კულტურული გავითარებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახის საქმიანობა, მათ შორის ქიმიური საქმიანობითაც დაინტერესება და შესაბამისი ჯერ პრაქტიკული და შემდეგ თეორიული ცოდნის შემუშავება. ქიმიური საქმიანობით ქართველების, ისე როგორც ყოველი ხალხის, გატაცება უძველესი დროიდანაა ცნობილი. ქართველური ტომების მონათესავე სუბერები მესოპოტამიაში და ხეთები მცირე აზიაში 5-6 ათასეული წლის წინათ მოღვაწეობდნენ ისტორიულ ასპარეზზე. ისტორიულ-არქეოლოგიური მონაცემები მეტყველებს, რომ ქიმიურ საქმიანობას … Read more

ქართულ-აღმოსავლური სამეცნიერო ტერმინოლოგიის შესწავლისათვის (ვახტანგ VI-ის “ქიმიის” მიხედვით)

XVIII ს-ის I ათეულ წლებში ქართული კულტურის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარებაში მოხდა ფრიად მნიშვნელოვანი ძვრები, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ განმათავისუფლებობას. ამ მოძრაობის მოთავე და სულისჩამდგმელი იყო ვახტანგ VI, რეფორმატორი, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი. ვახტანგის თაოსნობით დაარსდა “სწავლულ კაცთა” კომისია, რომელმაც შეკრიბა და დაადგინა “ქართლის ცხოვრების” წყაროები და დაწერა საქართველოს ისტორია XIV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე. მან შეიმუშავა … Read more

პირველი ქართული ტექსტი ქიმიაში

მეფე ვახტანგ VI მოღვაწეობის ხანა (1703-1737 წწ.) ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში მართლაც გამორჩეულია. ამ ეპოქას ივანე ჯავახიშვილმა სამართლიანად უწოდა “ენციკლოპედიური ხანა” : “ყველა იმდროინდელი მოღვაწე ცდილობდა, რომ ქართველი ხალხის შემოქმედებითი საუკუნეებით გადროვილი შემოქმედება ნამუშევარი და ნაჭირნახულევი შეეკრიბათ, შეესწავლათ და ჩამომავლობისათვის დამთავრებული ყოველმხრივი წარმოდგენა და ცოდნა გადაეცათა. ამ საქმის მოთავედ და სულის ჩამდგმელად დიდებული, დაუვიწყარი ვახტანგი … Read more

🌺ზაფხულის სამკუთხედი✨

ზაფხულის ცის ერთ-ერთი არე – ზაფხულის სამკუთხედი,სადაც ვხედავთ დელფინის, ისრისა და მელიის თანავარსკვლავედებს (ზედა მარცხენა მხარეეს) , და გველსა და ჰერკულესს (ქვემოთ). გამოიყოფა ე.წ. ზაფხულის სამკუთხედის ვარსკვლავები ვეგა, დენები და ალტაირი. პირველი რომბის ფორმის მქონე ქნარის თანავარსკვლავედის მარჯვენა კიდშია, მეორე – გედის თანავარსკვლავედში (დენები სავარაუდო ფრინველის თავს ემთხვევა, გიენა – მარცხენა ფრთის კიდესთანაა, δ ვარსკვლავი … Read more