ქართული ენის დღე 🌸

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს – დღეს, რომელიც გვაგრძნობინებს ჩვენი ენის ძალას, მნიშვნელობას და იმ პასუხისმგებლობას, რაც მის დაცვას ახლავს.

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი და არ დაუშვა მისი გაუქმება.

ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის საფუძველია – ძალა, რომელიც გვაერთიანებს და ერთმანეთთან გვაკავშირებს.

ჩვენი არაჩვეულებრივი დედაენა არის ის, რაც ყ მომავალშიც დიდხანს დარჩება ჩვენი ძალისა და ენერგიის წყაროდ.

დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ იმ ძალას, რომელმაც ჩვენი ენა შეინარჩუნა, და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მომავალშიც დავიცავთ და გავუფრთხილდებით მას.

დატოვე კომენტარი