სტივენსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსებმა, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის თეორიასა და კვანტურ მექანიკას აერთიანებს.
მეცნიერებმა თეორიულად დაასაბუთეს, რომ უზუსტესი ატომური საათი შეიძლება არსებობდეს კვანტურ სუპერპოზიციაში, ანუ დროის დინება ერთსა და იმავე მომენტში შეიძლება იყოს როგორც აჩქარებული, ისე შენელებული (ისევე, როგორც შროდინგერის კატაა ერთდროულად ცოცხალიც და მკვდარიც). მკვლევრები აცხადებენ, რომ უახლესი ოპტიკური იონური საათების დახმარებით, ამ უცნაური ფენომენის ლაბორატორიულად შემოწმებას მალე რეალურად შეძლებენ.

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2026/05/260517211440.htm