რატომ ვკარგავთ ვარსკვლავებს?

როდის ნახეთ ბოლოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ან ირმის ნახტომი? თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ალბათ არასდროს..

კაცობრიობის 80%-ზე მეტი დღეს ე.წ. „ხელოვნური ცის გუმბათის“ ქვეშ ცხოვრობს. ქუჩის ლამპიონები, ნეონის აბრები, მანქანის ფარები და ცათამბჯენები ღამის ცას იმდენად ანათებენ, რომ ნამდვილი სიბნელე დედამიწაზე ფაქტობრივად გაქრა.

მილიარდობით წლის განმავლობაში დედამიწაზე სიცოცხლე დღისა და ღამის მონაცვლეობაზე იყო აწყობილი. დღეს ხელოვნური სინათლე მთლიანად ურევს ბუნებას რიტმს. გადამფრენი ჩიტები, რომლებიც ვარსკვლავებით ორიენტირებენ, გზას კარგავენ და შენობებს ეჯახებიან; ახლად გამოჩეკილი ზღვის კუები, ოკეანის ნაცვლად, ქალაქის განათებებისკენ მიდიან და იღუპებიან.

რაც მთავარია, ეს სინათლე ჩვენც გვკლავს. ღამით ხელოვნური განათება ორგანიზმში ბლოკავს მელატონინის, ძილისა და ახალგაზრდობის ჰორმონის გამომუშავებას. ეს კი პირდაპირ იწვევს ქრონიკულ უძილობას, დეპრესიას, იმუნიტეტის დაქვეითებას და სიმსივნის რისკებსაც კი ზრდის.

ჩვენ უნდა დავუბრუნოთ დედამიწას ნამდვილი ღამე, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ჯანმრთელობა და ისევ შევძლოთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვა.

დატოვე კომენტარი